რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მიმართულებისა, აქტიური გაწმენდითი სამუშაოები და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრა დილიდან მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გზების გარკვეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა დილიდან აკრძალულია ნებისმიერი ტიპის ავტოტრანსპორტისთვის, ზოგიერთზე კი გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.
გზებზე მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების მიუხედავად, ავტოტრანსპორტის გადაადგილებას, ინტენსიური ნალექის გარდა, გუშინ აფერხებდა...
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის დანერგვა მგზავრებს აძლევს შესაძლებლობას, 7 განსხვავებული პაკეტიდან მათთვის სასურველი შეისყიდოს.
„1 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი, ულიმიტო სისტემა ამოქმედდება. ახალი პაკეტები, რომელსაც მუნიციპალიტეტი მომხმარებლებს სთავაზობს, 5 იანვრიდან გაიყიდება. მოქალაქეს შეუძლია, გააკეთოს არჩევანი 7 განსხვავებული პაკეტიდან და მისთვის სასურველი ვადიანი და ფასიანი სერვისი შეიძინოს. მნიშვნელოვანია, რომ გადახდის ახალ სისტემაში, დღევანდელი მოდელისგან...
საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. 63-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა- გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს.
საღამოს საათებში გაიმართება, როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტები. ღონისძიებები დასრულდება საზეიმო ფოიევერკით.
ყველა ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ...
ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაციის შედეგები კანონში აისახება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის 22 დეკემბრის პლენარული სხდომაზე საბოლოო, მესამე მოსმენით განიხილა და 80 ხმით, ერთხმად მიიღო კანონპროექტი „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილის ინფორმაციით, კანონპროექტით მოქმედ კანონში ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაციის...
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის მიზნით კონკურსი კიდევ 3 თეატრში ცხადდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამჯერად, სამინისტრომ კონკურსი სსიპ გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის, სსიპ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის და სსიპ ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო...
წინა სტატია
მთავრობას კოვიდპანდემიის მართვასთან დაკავშირებით „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები ერთი წლით - 2023 წლის 1 იანვრამდე გაუგრძელდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე 77 ხმით მიიღეს. ოთხმა დეპუტატმა პროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.
როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, საჭიროა იმ სამართლებრივი მექანიზმის შენარჩუნება, რაც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად წარმართვას ემსახურება და მთავრობას შეზღუდვების დასაწესებლად კონკრეტულ უფლებებს აძლევს.
„ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხალი ოფიციალურად "ევროპის საბჭოს, კულტურული მარშრუტების პროგრამის, ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტის" სერთიფიცირებული წევრი გახდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, „ენგურჰესის“ კაშხალი, საქართველოდან პირველი ობიექტია, რომელიც ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტში გაწევრიანდა.
„ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხალი მსოფლიო დონის ატრაქცია“ პროექტის პირველი ეტაპი ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და მისმა შვილობილმა კომპანიამ ენგურის ატრაქციამ დაიწყეს. ენგურჰესის კაშხლის ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა 2 საათია და ვიზიტორებს საშუალება აქვთ დაათვალიერონ...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა მერიის შენობისა და სკვერის „კიდევაც დაიზრდებიან“ დაცვის მომსახურებისათვის 2022 წელს 162 000 ლარს გადაიხდის. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
მარნეულის მერიამ დაცვის მომსახურების გაწევისათვის გამარტივებული შესყიდვის თაობაზე შეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან გააფორმა.
,,დაცვა"-მ ცეცხსასროლი იარაღით უნდა დაიცვას მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მატერიალურ-ტექნიკური ბაზა/ქონება ქურდობის, ყაჩაღობის, განზრახგანადგურებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან და ,დაცვა”-მ ცეცხლსასროლი იარაღით...
პირები, რომლებიც რუსთავის მერიის მედიკამენტების დაფინანსების პროგრამაში არიან ჩართულები, ქალაქში არსებულ რიგ აფთიაქებში დამატებითი ფასდაკლებებით ისარგებლებენ. ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ "ინფო რუსთავთან" ინტერვიუს დროს განაცხადა.
"ორი კვირის წინ შევხვდით რამდენიმე აფთიაქის ხელმძღვანელს, არ არის საკმარისი ჩვენთვის 200 ლარიც, გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს ჩვენს პენსიონერებს, რომლებიც სარგებლობენ ამ სერვისით. აფთიაქების ხელმძღვანელებთან გვქონდა თხოვნა, თუ შეიძლებოდა ფასდაკლებით...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2022 წლის დადგომასთან დაკავშირებით 24 შეჭირვებული ოჯახის არასრულწლოვანი ბავშვებისათვის საჩუქრები შეიძინა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის ბავშვთა უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის კოორდინატორმა ნინო ხარაიშვილმა განაცხადა, რომ საჩუქრებს ის ბენეფიციარები მიიღებენ, ვისთანაც მერიის სოციალური მუშაკი მუშაობდა. მისივე განმარტებით, სოციალური მუშაკი ძირითადად ბავშვებზე ძალადობისა და უგულებელყოფის თემებზე მუშაობს.
„უშუალოდ ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით შემოსული ქეისებიდან...
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები 29 დეკემბრიდან დაიწყება და 7 იანვარს დასრულდება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყება და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, თუმცა, მოგეხსენებათ, 7 იანვარი პარასკევია და შესაბამისად, სასწავლო პროცესს 10 იანვარს განვაახლებთ“, – ამბობს სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი, ლია კოვზიაშვილი.
25 დეკემბერს მესტიაში, გუდაურსა და გოდერძიზე 2021/22 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონი ოფიციალურად გაიხსნება.
„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ცნობით, მესტიაში ამოქმედდება, როგორც ღია ტიპის საბაგირო, რომელიც მესტიის ცენტრს აკავშირებს კურორტ ჰაწვალთან, ასევე ზურულდის მთის ათ ადგილიანი გონდოლას ტიპის უახლესი საბაგირო კომპლექსი. საბაგიროს გამტარუნარიანობა საწყის ეტაპზე საათში 1,800 მგზავრია, რომლის გაზრდაც შესაძლებელია 2,400 მგზავრამდე. საბაგიროს სიგრძე 1,421 მეტრია, სიჩქარე კი 6 მ/წმ....
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 6 სოფელში წყალმომარაგების ახალი ინფრასტრუქტურა ეწყობა.
წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების: ფიროსმანის, სამთაწყაროს, თავწყაროს, ჭოეთის, საბათლოსა და არბოშიკის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა მიმდინარეობს.
„პროექტს, წყალმომარაგების კომპანია საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. სამუშაოებისთვის 11 მილიონამდე ლარის ინვესტიცია გამოიყო.
აღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობს. შესაბამისად, წყლის არსებული დებიტი მოსახლეობის მოთხოვნილებებს სრულად ვერ აკმაყოფილებს.
პროექტის ფარგლებში სოფლებში არსებული რეზერვუარები და ჭაბურღილები რეაბილიტირდება. დამატებით...
საქართველოს მთავრობას შესაძლოა, შეზღუდვების დაწესების უფლება კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივდეს. "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში შესაბამის ცვლილებებს პარლამენტი ამ წუთებში, პლენარულ სხდომაზე იხილავს.
კანონპროექტის ინიციატორი "ქართული ოცნებაა". დოკუმენტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ "წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია, რომ 2022 წლის 1 იანვრის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად წარმართვას ემსახურება".
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედების ვადა უკვე რამდენჯერმე გახანგრძლივდა....
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“, შიდა ქართლში, 200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად, ტაშისკარის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ხაშურის ტერიტორიაზე მაგისტრალური არხის ერთ-ერთი წყალგამანაწილებლის 800 მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება, რაც არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს.
„შედეგად, ქალაქ ხაშურის, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების გომის, ოსიაურისა და აგარების...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, სრულად აცრილად ის პირი ჩაითვალოს ვისაც „ბუსტერ" დოზა ექნება გაკეთებული. როგორც ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აღნიშნულ საკითხს იმუნიზაციის საბჭო განიხილავს.
მისივე თქმით, კვლევებით დადასტურებულია, რომ "ფაიზერის" "ბუსტერ" დოზას "ომიკრონის" მიმართ მაღალი დამცველობითი უნარი აქვს, რის გამოც მოუწოდებს მოსახლეობას "ბუსტერ" დოზით აიცრან.
"მივმართავთ მოსახლეობას დააჩქარონ. დღევანდელი მონაცემებით, 54 ათასი "ბუსტერ" დოზაა გაკეთებული.
ჩვენი წინადადებაა და განიხილავს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































