მთავრობას კოვიდპანდემიის მართვასთან დაკავშირებით კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები 2023 წლის 1 იანვრამდე გაუგრძელდა

488

წინა სტატია

მთავრობას კოვიდპანდემიის მართვასთან დაკავშირებით „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები ერთი წლით – 2023 წლის 1 იანვრამდე გაუგრძელდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე 77 ხმით მიიღეს. ოთხმა დეპუტატმა პროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.

როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, საჭიროა იმ სამართლებრივი მექანიზმის შენარჩუნება, რაც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად წარმართვას ემსახურება და მთავრობას შეზღუდვების დასაწესებლად კონკრეტულ უფლებებს აძლევს.