ხაშურში სარწყავი სისტემის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

342

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“, შიდა ქართლში, 200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად, ტაშისკარის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ხაშურის ტერიტორიაზე მაგისტრალური არხის ერთ-ერთი წყალგამანაწილებლის 800 მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება, რაც არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს.

„შედეგად, ქალაქ ხაშურის, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების გომის, ოსიაურისა და აგარების სავარგულზე გაუმჯობესდება წყალუზრუნველყოფა. სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესება ადგილობრივ ფერმერებს ხარისხიანი და უხვი მოსავლის მოყვანის საშუალებას მისცემს. საირიგაციო სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები დეკემბრის ბოლოს დასრულდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.