დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ორწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა.
ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მიუხედავად პანდემიისა, 2020-2021 წლებში, დევნილი ოჯახების განსახლება არც ერთი დღით და არც ერთი მიმართულებით არ შეჩერებულა.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, ახალი საცხოვრებელი, 7000-მდე დევნილ ოჯახს გადავეცით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ განსახლების ტემპის ზრდამ შესაძლებლობა...
მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის გაძვირების შესახებ, "ინფო რუსთავს" მოქალაქეები დაუკავშირდნენ კითხვით, ხომ არ იგეგმება მგზავრობაზე ფასის ზრდა რუსთავშიც.
აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს ხელმძღვანელს, ჯურხა ბენდელიანს დავუკავშირდით. ბენდელიანის თქმით, რუსთავში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის ზრდა არ იგეგმება.
შეგახსენებთ, 2022 წლის თებერვლიდან თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით ერთჯერადად სარგებლობა ძვირდება და 1 ლარი ხდება.
თელავის მუნიციპალიტეტში საახალწლო განათებების მოწყობაზე და ღონისძიებებზე 50 000 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ საახალწლო განათებების მონტაჟი თითქმის დასრულებულია. 24 დეკემბერს კი თელავის ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.
საზეიმო ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება. მოეწყობა საშობაო სოფელი, რომელიც 14:00 საათიდან გაიხსნება. ასევე, 14:00 საათზე ბავშვებისთვის ღონისძიებას ანიმატორები გამართავენ. საშობაო სოფელში მისულ...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტიის “საქართველოსთვის” წევრებმა გაერთიანებული კომისიის სხდომაზე ბიუჯეტის განხილვაში და კეჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
“გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ფრაქციას არ მოგვეცა ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობის საშუალება, არ ვაპირებთ არც კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას”, – განაცხადა მერაბ გოხელაშვილმა, პარტიის “საქართველოსთვის” წევრმა.
სხდომას არ ესწრებოდა “ნაციონალური მოძრაობა”.
წინა სტატია
დღეს, 23 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა კვორუმი არ შედგა და სხდომა ჩაიშალა. სხდომის ინიციატორი საკრებულოს ოპოზიციური პარტიები იყვნენ. დღის წესრიგში ორი საკითხი იყო – საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა და 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ წინა მოწვევის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების ბათილად ცნობა.
სხდომას მხოლოდ ოპოზიციური პარტიების საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრები არ მივიდნენ. იმისათვის, რომ...
მალე ქალაქ გურჯაანს რამდენიმე რეკრეაციულ-გასართობი ზონა ექნება. გაზაფხულზე გაიხსნება კულტურისა და დასვენების აღდგენილი პარკი, მანამდე ასევე კეთილმოეწყობა პაპასა და ბებოს ბაღებიც. ამ თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
თელავის ერთ- ერთ ძველ უბანში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დანგრევის პირასაა. უნიკალური შენობა, XlX საუკუნის დასაწყისშია აშენებული და ის, თელავში მცხოვრებ დარია და გიორგი აივაზაშვილების ოჯახს ეკუთვნოდა. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
ადგილობრივების გადმოცემით, აივაზაშვილების სახლში იოსებ სტალინი დადიოდა და ოჯახის ერთ- ერთი წევრი, 1906 წელს, თელავი- ხაშმის გზის მონაკვეთზე, სწორედ მისი გაცილების შემდეგ მოკლეს.
2012 წელს, სახლი სტიქიამ დააზიანა, რის გამოც,...
საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით პროექტი „დაგეგმე შენი ბიუჯეტი” კახეთის სამ მუნიციპალიტეტში განხორციელდა.
პროექტი მოქალაქეთა მიერ ინიციატივების წარდგენას და შემდეგ თავად ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ამ იდეებისთვის ხმის მიცემას ითვალისწინებდა. ელექტრონული კენჭისყრის შედეგად გამარჯვებული ინიციატივების განხორციელება 2022 წელს დაიგეგმა.
ეს სამი მუნიციპალიტეტია: დედოფლისწყარო, ლაგოდეხი და საგარეჯო.
დედოფლისწყაროში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის დამკვიდრება USAID GGI მხარდაჭერით განხორციელდა. კერძოდ, USAID GGI პარტნიორ მუნიციპალიტეტს დაეხმარა მონაწილეობითი ბიუჯეტირების მარეგულირებელი ჩარჩოს...
ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე სამშენებლო ობიექტის ბოლო სართულიდან კედლის ფრაგმენტი ჩამოვარდა, გვერდით მდებარე კერძო საცხოვრებელ სახლს დაეცა, დააზიანა სახურავი და აივანი. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ ობიექტზე სამშენებლო პროცესი ორი წელია შეჩერებულია. მათივე განმარტებით, მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსი კერძო საცხოვრებელ სახლთან ახლოსაა, რის გამოც დაბზარულია კედლები და ჩამონგრეულია ოთახები.
მოქალაქეების თქმით, ავარიულ სახლში ცხოვრება საფრთხის შემცველია. მერიას წერილობით არაერთხელ...
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში წინასაახალწლო სამზადისი მიმდინარეობს. ზუგდიდელებს და ქალაქის სტუმრებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განსხვავებულ ღონისძიებას ჰპირდება - აღდგენილი იქნება მეჯლისის ტრადიცია, რომელიც სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელმა დედოფალმა, ეკატერინე ჭავჭავაძემ, ოჯახთან ერთად XIX საუკუნეში დაამკვიდრა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
პროცესში ჩართულია სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ხელოვნების სასახლე და მისი გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია. ასევე, აქტიურ მონაწილეობას იღებს...
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას 27-ვე წევრი ესწრება. ოპოზიციამ კანდიდატად პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელი შოთა წურწუმია დაასახელა. "ქართული ოცნების" წევრ ჯანო პერტაიას განცხადებით, თავად არ გეგმავენ კანდიდატის დასახელებას, რადგან იციან, რომ ოპოზიცია წინასწარ შეთანხმდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
"ჩვენ დღეს გვექნება პოლიტიკური ქორწილი", თქვა მან. ასევე აღნიშნა, რომ შოთა წურწუმია ენანება "ნაციონალურ მოძრაობასთან შერწყმისთვის". საპასუხოდ შოთა წურწუმიამ აღნიშნა, რომ საკუთარი თავი...
გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2021-2022 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ და თანათავმჯდომარემ თეა ახვლედიანმა გახსნეს. უწყების ცნობით, სხდომაზე განიხილეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება გამყოფი ხაზების...
ვარ, ვიყავი და ვიქნები საქართველოში და თბილისში , - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა მედიის შეკითხვას, „თუ რატომ არ ჩანდა ამ დროის განმავლობაში“.
გიორგი გახარიას განმარტებით, პარტიას ბევრი სამუშაო აქვს.
„ვარ, ვიყავი და ვიქნები საქართველოში და თბილისში. ბევრი სამუშაო გვაქვს. მოგეხსენებათ, სრულიად ახალი პარტია გვაქვს, ბევრი საქმე და სამუშაოა. ამიტომ, რეგიონებში ხალხთან ბევრი მუშაობა გვიწევს. ეს არის და...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო ვერ დაიწყო. სხდომა ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' მოთხოვნით დღეს, 23 დეკემბერს 11 საათზე უნდა გამართულიყო. ''ქართული ოცნების წევრები'' საკრებულოში არ მივიდნენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს
გამოცხადდა ერთსაათიანი შესვენება.
ოპოზიციის მოთხოვნით, სხდომის დღის წესრიგი ორი საკითხის კენჭისყრას ითვალისწინებს: საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა და 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ წინა მოწვევის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების...
ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნით საკრებულოს სხდომა დაიწყო.
ახალი მოწვევის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თავმჯდომარის არჩევის და 2022 წლის ბათუმის ბიუჯეტის ბათილად ცნობის საკითხი დააყენეს. ოპოზიციის წევრების თქმით, ბათუმის ბიუჯეტი ვადაგასულმა საკრებულომ დაამტკიცა და ისინი აღნიშნულ ბიუჯეტს არ ცნობენ.
საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად 35 წევრიდან 18 წევრის ხმაა საჭირო. დღევანდელ სხდომას გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრიც ესწრება, რომელიც წინა სხდომაზე პროტესტის...
პანდემიამ მსოფლიო ქვეყნების ეკონომიკურ სტაბილურობაზე ძალიან ნეგატიური, უარყოფითი გავლენა იქონია - ჩვენი მთავრობა სრულად აცნობიერებს ამ გამოწვევას და საპასუხოდ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების - ელჩების კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ონლაინ-რეჟიმში გაიმართა.
მთავრობის მეთაურმა ეკონომიკური ზრდის უპრეცედენტო მაჩვენებელზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველო ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულებს.
„პრემიერად დანიშვნის დღიდან...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































