გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტიის “საქართველოსთვის” წევრებმა გაერთიანებული კომისიის სხდომაზე ბიუჯეტის განხილვაში და კეჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
“გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ფრაქციას არ მოგვეცა ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობის საშუალება, არ ვაპირებთ არც კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას”, – განაცხადა მერაბ გოხელაშვილმა, პარტიის “საქართველოსთვის” წევრმა.
სხდომას არ ესწრებოდა “ნაციონალური მოძრაობა”.