საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ სოფელ ლოპანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად არის ჩართული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს დროში გათავისუფლებისათვის მიმდინარე აქტივობებში.
უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად ართულებს საოკუპაციო ხაზსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას. უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, -...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მესტია იმდენად კარგად ვითარდება ტურისტული თვალსაზრისით, რომ არალეგალური საქმიანობა, კრიპტოვალუტების ე.წ. მაინინგი საჭირო არ არის.
როგორც თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულებისას აღნიშნა, ე.წ. მაინინგი ელექტროენერგიის ზედმეტ მოხმარებას იწვევს.
მისივე თქმით, მესტიაში ელექტროენერგიის მიწოდების პროცესს "ენერგო-პრო ჯორჯია" უზრუნველყოფს, რომელიც გარკვეულ გამოწვევებს აწყდება.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში უწყვეტი და ხარისხიანი ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდებოდეს....
წინა სტატია
ის, რომ ექიმების ოჯახში გაზრდილია და 5 შვილის მამაა ძალიან კარგი მოცემულობაა, მაგრამ ეს არავითარ კავშირში არ არის ჯანდაცვის მინისტრის კომპეტენციებთან, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილის წარდგენას.
მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრი კარგად უნდა იყოს გარკვეული ჯანდაცვის პოლიტიკაში, პროგრამებში და ა.შ.
"მთავარი არის რა კომპეტენციებს ფლობს ჯანდაცვის მინისტრი, რომ ის უნდა იყოს კარგად...
აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის ასლან ქუთელიას განცხადებით, ზამთრის არდადეგები, ბაღებსა და სკოლებში, დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე დაიწყება. მისივე ინფორმაციით, უწყებამ გრაფიკში ცვლილებები რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმის ლუდმილა სკორიკის რეკომენდაციით შეიტანა. შესაბამისად, ზამთრის არდადეგები 27 დეკემბერს დაიწყება, ხოლო სასწავლო პროცესი 17 იანვარს განახლდება ინფორმაციას "რადიო ათინათი" "აფსნიპრეზე" დაწყრნობით ავრცელებს.
სკორიკის განცხადებით, აღნიშნული რეკომენდაცია არა კორონავირუსს, არამედ მწვავე რესპირატორული დაავადებების...
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტომ საახალწლოდ პიროტექნიკა ინდ.მეწარმე ნიკლოზ აბრამიშვილისგან შეიძინა. აღნიშნული მომსახურება სააგენტომ გამარტივებული შესყდივის გზით მიიღო და მასში 3000 ლარი გადაიხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორში ახალი წლის ღამეს გალაკონცერტია დაგეგმილი, ზუსტად 12 საათზე კი ახალ წელს ფოიერვერკებით აღნიშნავენ.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში კულტურის სახლი ახლა სასულიერო პირებისაა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შენობა 2013 წელს გორის ეპარქიამ დაირეგისტრიდა, თანაც საარქივო ცნობის საფუძველზე.
2021 წლიდან კი შენობა გორის ეპარქიამ საპატრიარქოს გადასცა. შენობა კი კასპის ეპარქიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიული ძეგლის, სამთავისის ტაძრის გვერდით მდებარეობს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ყოფილ კულტურის სახლში ღვინის მარნის გაკეთება იგეგმება.
გურიის სამხარეო ადმინისტრაციიდან ახალი წლიდან, დაახლოებით, 7 ადამიანის გათავისუფლება იგეგმება. როგორც „გურიის მოამბე“ წერს, ამის შესახებ ინფორმაცია სამხარეო ადმინისტრაციიდან მოაწოდეს.
გამოცემის ცნობით, როგორც მათ ეუბნებიან, ყველა ის პირი, ვინც სამსახურში ხელშეკრულებით ჰყავდათ აყვანილი, ახალი წლის შემდეგ სამუშაო ადგილებს დაემშვიდობებიან.
„დაახლოებით, 7 ადამიანზეა საუბარი, ესენი არიან ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლები. ამბობენ, რომ ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება, თუმცა არ ვართ დარწმუნებულები, რომ გამოთავისუფლებულ...
ქუთაისის მერიას 2022 წლის ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ქუთაის-გაენათის ეპარქიისთვის 80 000 ლარი აქვს გათვალისწინებული. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
"ქუთაის-გაენათის ეპარქიის მხარდაჭერა" - ასეა განსაზღვრული ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტში. თუმცა, კონკრეტულდ რას გულისხმობს აღნიშნული მხარდაჭერა მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამისათვის მერიას წერილობით უნდა მივმართოთ.
ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება ბიუჯეტიდან თანხას ყოველწლიურად ურიცხავს ქუთაის-გაენათის ეპარქიას.
2019 წელს - 50 ათასი, 2020 წელს - 40...
"ახალი ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გოგი წულაია, შესაძლოა ისევ დააკავონ.
ამის შესახებ მან პრესკლუბ "მედიარუმში" ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
"ახალი საქმე წამოიწყეს. თურმე ასმათ დვალიშვილს ფეისბუქზე მეგობრობას ვთხოვდი. ამის გამო, შემაკავებელი ორდერი გამოსცეს, თითქოს მოძალადე ვარ. უთქვამს მეგობრობის თხოვნის გამო ფსიქოლოგიური ტრამვა მივიღეო. ჩემმა შვილებმა და ოჯახმა არ მიიღო ფსიქოლოგიური ტრმვა თუ ესენი არ არიან ადამიანები?! ეს არის ხელისუფლების მორიგი დევნა. ველოდები,...
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, გურჯაანში ხუთსართულიან კორპუსს დემონტაჟი სჭირდება. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, ავარიული მას შემდეგ გახდა, რაც დაახლოებით ათის წლის წინ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ერთ – ერთ სართულზე ძლიერი აფეთქება მოხდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მას შემდეგ, კედლებიდან ცემენტის ფრაგმენტები ცვივა და შენობაში ცხოვრება სიცოცხლისთვის სახიფათოა.
კორპუსში მცხოვრები ათი ოჯახი, გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას, ან...
მიმდინარე კვირას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას კენჭს უყრიან.
ქვეყნის მომავალი პირველი კანონმდებელი ოთხშაბათს, რიგგარეშე სესიაზე, კოლეგების წინაშე სიტყვით წარდგება, სამოქმედო გეგმას გააცნობს და მათ შეკითხვებს უპასუხებს. რეგლამენტის მიხედვით, ამის შემდეგ, საკითხი კენჭისყრაზე გავა.
საკანონმდებლო ორგანოში წელს ეს მეორე ცვლილებაა. კახა კუჭავამ წინამორბედი, არჩილ თალაკვაძე 27 აპრილს შეცვალა.
2022 წელს გურჯაანის მერიის სოციალური პროგრამა თითქმის 2 მილიონი ლარით განისაზღვრა.
სოციალური სამსახურის უფროსის სოფიო ქუმსიაშვილის განმარტებით, ბიუჯეტის მიხედვით დაფინანსება 160 000 ლარით არის გაზრდილი და 18 ქვეპროგრამას მოიცავს.
"გაიზარდა როგორც სამედიცინო პროგრამების თანადაფინანსება, ასევე მედიკამენეტებით დაფინანსებაც. ხასიათობრივად და შინაარსობრივად იზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ბავშვთა დახმარების პროგრამები. მიმდინარე წელს უფრო დადებითად შეფასდება ჩვენი პროგრამა უფრო მეტად ორიენტირებული იქნება მოსახლეობის...
თელავში დაზიანებული ნაძვის ხის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
შეგახსენებთ, ნაძვის ხე ხანძრის შედეგად დაზიანდა. ადგილობრივების თქმით, ცეცხლი, სავარაუდოდ, მაშინ გაჩნდა, როცა ნაძვის ხეს ფეიერვერკი ესროლეს.
დაზიანებულია ნაძვის ხის წვერი და ძვირადღირებული განათება.
როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, უახლოეს დღეებში აღმოიფხვრება პრობლემა და ნაძვის ხე ისევ განათდება.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
ახალციხის საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. მას ვლადიმერ კურტანიძე უხელმძღვანელებს.
კურტანიძე 24 დეკემბერს, საკრებულოს სხდომაზე, „ქართული ოცნების“ 28 დეპუტატმა აირჩია. არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო ოპოზიციური პარტიის არც ერთმა დეპუტატმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, 2022 წლიდან ახალი პროექტის განხორციელება იწყება, რომელიც მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობას გულისხმობს. პროექტი 4 საპილოტე რეგიონში განხორციელდება, რომელიც ევროკავშირთან შეთანხმდა. მინისტრის განმარტებით, ძირითადი დაფინანსება სწორედ ევროკავშირისგან იქნება.
პროექტი იმერეთში, კახეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში განხორციელდება.
''მოხდება მნიშვნელოვანი ფინანსური ხელშეწყობა იმ ეკონომიკური ინიციატივების, რომელიც აქ არსებულ საწარმოებს ექნებათ ან ახალი საწარმოების შექმნის მიზნით დაიგეგმება. ეს არის თანხვედრაში ჩვენი რეგიონალური განვითარების ხედვებთან და...
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში გაძლიერდა სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სისტემა.
როგორც ტიკარაძემ სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, 2020 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, ერთიან მართვაში გადავიდა თბილისისა და რეგიონების სასწრაფო დახმარების სამსახურები. მისივე თქმით, 2019-2021 წლებში გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 218 ავტომანქანით განახლდა. ქვეყნის მასშტაბით სასწრაფო და რეფერალური დახმარების 333 ეკიპაჟი მუშაობს. ცენტრმა მიიღო 35...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































