აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის ასლან ქუთელიას განცხადებით, ზამთრის არდადეგები, ბაღებსა და სკოლებში, დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე დაიწყება. მისივე ინფორმაციით, უწყებამ გრაფიკში ცვლილებები რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმის ლუდმილა სკორიკის რეკომენდაციით შეიტანა. შესაბამისად, ზამთრის არდადეგები 27 დეკემბერს დაიწყება, ხოლო სასწავლო პროცესი 17 იანვარს განახლდება ინფორმაციას “რადიო ათინათი” “აფსნიპრეზე” დაწყრნობით ავრცელებს.
სკორიკის განცხადებით, აღნიშნული რეკომენდაცია არა კორონავირუსს, არამედ მწვავე რესპირატორული დაავადებების ფართოდ გავრცელებას უკავშირდება. ადგილობრივმა ოპერატიულმა შტაბმა ასევე გასცა რეკომენდაცია საბავშვო ბაღებში, გასართობ ცენტრებსა და კაფეებში მასობრივი ხასიათის საახალწლო ღონისძიებების ჩატარების აკრძალვის შესახებ.