მიმდინარე კვირას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას კენჭს უყრიან.
ქვეყნის მომავალი პირველი კანონმდებელი ოთხშაბათს, რიგგარეშე სესიაზე, კოლეგების წინაშე სიტყვით წარდგება, სამოქმედო გეგმას გააცნობს და მათ შეკითხვებს უპასუხებს. რეგლამენტის მიხედვით, ამის შემდეგ, საკითხი კენჭისყრაზე გავა.
საკანონმდებლო ორგანოში წელს ეს მეორე ცვლილებაა. კახა კუჭავამ წინამორბედი, არჩილ თალაკვაძე 27 აპრილს შეცვალა.