თბილისის 2022 წლის ბიუჯეტით კიდევ 6 საბავშვო ბაღის მშენებლობაა გათვალისწინებული, -ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ საკრებულოში ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა. როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღების მშენებლობა გათვალისწინებულია შემდეგ მისამართებზე: ისნის რაიონში, კერძოდ, ნავთლუღში; კრწანისის რაიონში, კერძოდ, ოქროყანის დასახლებაში; სამგორის რაიონში, ლილოსა და აფრიკის დასახლებებში; ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში, აშოტ კურაპალატის ქუჩის...
ჩხოროწყუს საკრებულოს წევრმა "გახარია საქართველოდან", ჯონი ჯალაღონიამ პარტია დატოვა. ის ამბობს, რომ ბევრი ფიქრის შემდეგ "ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება" მიიღო. მისი თქმით, ეს პრინციპული გადაწყვეტილება მიაღებინა იმ გარემოებამ, რომ დარწმუნდა, წარსულში ბრუნდებოდნენ - "ნაციონალური მოძრაობის" და "საქართველოსთვის" კოალიციური გაერთიანებით, სადაც ძირითადი ძალა სწორედ ენმ იქნებოდა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. ჯონი ჯალაღონიას განცხადებით, ეს ამომრჩევლის დაკვეთა არ ყოფილა. "მიუხედავად ამისა, მე მაინც ღიად...
თბილისის მუნიციპალიტეტი სესხის საშუალებით ტრანსპორტის შესყიდვას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ნარჩენების მიმართულების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და დიღმის ჭალებში პარკის მოწყობას გეგმავს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, სესხი ასევე მოხმარდება მეტროს ვაგონების შესყიდვას, ავტობაზების მშენებლობას, ჭკვიანი შუქნიშნების მოწყობას, დიღმის ჭალების პარკის მოწყობას და სხვა. „სესხების ნაწილს რაც შეეხება, 100 მლნ ლარი მოხმარდება მეტროს ვაგონების...
მომავალ წელს თბილისის ბიუჯეტიდან გარდამავალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 190 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ საკრებულოში დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს პროექტებია: ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები; მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის დასრულება; უნივერსიტეტის და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მოწყობა; ვაკის პარკის კასკადისა და...
პარტიამ „საქართველოსთვის" მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც პარტიის წევრმა გიორგი შარაშიძემ აღნიშნა, ისინი ბიუჯეტის განხორციელებაში მონაწილეობას არ მიიღებენ, რადგან "რესურსების სამართლიანი განაწილების პრინციპს არ ეფუძნება". მან პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. როგორც შარაშიძემ აღნიშნა, გაზრდილ ტარიფებსა და ბიუროკრატიაზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. "ახალი ბიუჯეტი არ ეფუძნება რესურსების გადანაწილებას. გასაგებია, რომ ერთპიროვნულად გაუძვირებს ისედაც გაძვირებულ ცხოვრებას მოქალაქეებს",- აღნიშნა შარაშიძემ.
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის ლევან ჟორჟოლიანის თქმით, დედაქალაქის მომდევნო წლის ბიუჯეტი იზრდება და მას მთელი რიგი ახალი პროგრამები ემატება. ამის შესახებ ლევან ჟორჟოლიანმა დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა და ოპოზიცია მოსახლეობის მიზანმიმართულ დეზინფორმირებაში დაადანაშაულა. როგორც ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტში გაზრდილია მთელი რიგი პროგრამების დაფინანსება და ოპოზიციონერ კოლეგებს, დედაქალაქის საკეთილდღეოდ, კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა. „შემოტანილი ბიუჯეტის...
როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფი გაიზარდა, არაფერი გაზრდილა,-ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ხმალაძემ თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული. "როდესაც ვსაუბრობთ მოსახლეობის გაჭირვებაზე, იქვე გვახსოვდეს, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც დახმარება ესაჭიროება, არსებობს უფასო და შეღავათიანი პროგრამები. მათთვის მგზავრობა არის ნული ან 10-20 თეთრი. ამ ადამიანების მიერ განხორციელებული მგზავრობების რაოდენობა არის მთლიან მგზავრობებში 50%,...
მერია თბილისში, მეტეხის ხიდის რეაბილიტაციას გეგმავს. რეაბილიტაციაზე ტენდერი თბილისის მერიამ 22 დეკემბერს გამოაცხადა. წინადადებების მიღება სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე 7 იანვარს სრულდება. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. პროექტის ჯამური ღირებულება 1 650 168 ლარია. სამუშაოების დასრულება კონტრაქტორმა კომპანიამ დაწყებიდან 5 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს. პროექტი ქალაქ თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის სახსრებიდან ფინანსდება.
თქვენი ხარჯები არ მთავრდება იმიტომ, რომ არ ძღება იმ ადამიანების კუჭი, ვინც არჩევნებზე ხმა უნდა მოგცეთ. ეს არის თქვენი მთავარი პრობლემა, - ასე მიმართა თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე “გირჩი-მეტი თავისუფლების” წარმომადგენელმა, ცოტნე კობერიძემ საკრებულოში უმრავლესობის წევრებს. მან ხელისუფლება საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. “კორონავირუსია. ყველას შეუმცირდა შემოსავალი და მაინც და მაინც საარჩევნო წელს, საარჩევნო წლის შემდეგ გაუზარდეთ ამ ადამიანებს ხელფასი. აი,...
საპროტესტო აქცია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში - ადგილობრივები სოფლის კუთვნილი საძოვრის გასხვისებას აპროტესტებენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. საუბარია 5 ჰა მიწის ფართობზე, რომელიც აქციის მონაწილეების თქმით, 2 წლის წინ მათგან ფარულად, 40 წლიანი იჯარით კომპანია "ლოპოტას", ყოფილმა მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა გადასცა. მათი თქმით, სოფელი მთლიანად მესაქონლეობაზეა დამოკიდებული და არ არის გამორიცხული, ამის გამო, საქონლის გაყიდვა მოუწიოთ. ნაფარეულელები ამბობენ, რომ ალტერნატიული  საძოვარიც...
ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან და სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტთან კონსულტაციით 2021 წლის ოქტომბერში გამოაცხადა კონკურსი ხადის ხეობის განვითარების გეგმის შემუშავებისათვის. კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ ურბანულ დაგეგმარებასა და განვითარების გეგმების შემუშავებაში საერთაშორისო გამოცდილების მქონე ადგილობრივ კომპანიებს. საკონკურსო პირობები ჩამოყალიბდა სპეციალურად ისე, რომ უზრუნველყოფილია მაღალი კვალიფიკაციის კომპანიის შერჩევა. კონკურსის საბოლოო...
ექსტრემალური ველობილიკი, კანიონინგი უჩხოში, ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონები ჯვარიმინდორზე მცირე ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მიმდინარე წელს განახორციელა. ტურისტული სექტორისა და მთავრობის წარმომადგენლები უწყების ანგარიშს დღეს გაეცნენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ რეგიონში სერვისის გაუმჯობესების, ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული პროექტები შეაჯამა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წელი...
პარლამენტის ბიუროს ფრაქცია “ქართული ოცნების“ სახელით პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა წარედგინა. პარლამენტი ახალ თავმჯდომარეს 29 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე აირჩევს. კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საჯარო განცხადება 24 დეკემბერს გააკეთა, რა მომენტიდანაც ის გადამდგარად ითვლება. აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე ცნობად მიიღებს, რაც საოქმო ჩანაწერით გაფორმდება.
"ლელოს" წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, თბილისის მერს, კახა კალაძეს დედაქალაქის საკრებულოში მისვლის ეშინია. როგორც მან საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, მას კრიტიკული კითხვების მოსმენა არ სურს. "ასეთ ვითარებაში, ასეთი მზარდი სიკვდილიანობისა და სიღარიბის პირობებში ახალი წლის პომპეზურად აღნიშვნა არის უბრალოდ ამორალური. კიდევ ერთხელ ქალაქის მერი დაადასტურებს და გვაჩვენებს თავის ამორალურ სახეს, როცა არ მოვა აქ და მივა საახალწლო ნაძვის ხეზე, ეს არის ძალიან სამწუხარო...
წინა სტატია დედაქალაქის საკრებულოსთან, სადაც პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს, ხმაური იყო. პარტიის ლიდერ ანა დოლიძესა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, ანა დოლიძეს მის მხარდამჭერებთან ერთად საკრებულოში შესვლა სურდა, რისი უფლებაც მას სამართალდამცავებმა არ მისცეს. ანა დოლიძეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დასწრება სურდა. ის მითხოვს საკრებულოდან უფლებამოსილი პირი გამოვიდეს, რომელიც განმარტებას გააკეთებს, თუ რატომ არ უშვებენ. ადგილზე, საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ანა დოლიძე პარტიის...
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ეკოტურიზმის 10-წლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პანდემიის მიუხედავად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებს განაგრძობს. „2021 წელს გაფართოვდა „ღვინის გზის“ პროექტში მონაწილეთა არეალი - პროექტს 48 ახალი ღვინის მასპინძელი ობიექტი შეემატა. მთელი ქვეყნის მასშტაბით “ღვინის გზის” პროექტში 320 მასპინძელი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ