მერია თბილისში, მეტეხის ხიდის რეაბილიტაციას გეგმავს. რეაბილიტაციაზე ტენდერი თბილისის მერიამ 22 დეკემბერს გამოაცხადა. წინადადებების მიღება სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე 7 იანვარს სრულდება. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
პროექტის ჯამური ღირებულება 1 650 168 ლარია. სამუშაოების დასრულება კონტრაქტორმა კომპანიამ დაწყებიდან 5 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს.
პროექტი ქალაქ თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის სახსრებიდან ფინანსდება.