პარტიამ „საქართველოსთვის” თბილისის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

471

პარტიამ „საქართველოსთვის” მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც პარტიის წევრმა გიორგი შარაშიძემ აღნიშნა, ისინი ბიუჯეტის განხორციელებაში მონაწილეობას არ მიიღებენ, რადგან “რესურსების სამართლიანი განაწილების პრინციპს არ ეფუძნება”.

მან პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. როგორც შარაშიძემ აღნიშნა, გაზრდილ ტარიფებსა და ბიუროკრატიაზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.

“ახალი ბიუჯეტი არ ეფუძნება რესურსების გადანაწილებას. გასაგებია, რომ ერთპიროვნულად გაუძვირებს ისედაც გაძვირებულ ცხოვრებას მოქალაქეებს”,- აღნიშნა შარაშიძემ.