ისნის რაიონის გამგეობამ, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, შვიდი სპორტული მოედნის მოწყბა-რეაბილიტაცია განახორციელა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამურად 464 717 ლარი დაიხარჯა. როგორც გამგეობაში განმარტავენ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ფეხბურთისა და კალათბურთის ახალი სპორტული მოედნები ვაზისუბნის II მიკრორაიონის, N11 კორპუსის მიმდებარედ და ავლაბარში, კვეზერელი -კოპაძის ქუჩისა და ქურხულის ქუჩის კვეთაზე მოეწყო. ასევე, მათივე ცნობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე, მაღალი ხარისხის ინვენტარით განახლდა...
ნაძალადევის რაიონში, ზედაუბნის ქუჩაზე და სამ ჩიხში გზის საფარი კაპიტალურად შეკეთდა. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. როგორც გამგეობაში აცხადებენ, პირველ ეტაპზე, ზედაუბნის ქუჩაზე ბორდიური გაკეთდა და ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, ერთ-ერთ ჩიხში ბეტონის გზა და ლითონის მოაჯირი მოეწყო. მეორე ეტაპზე კი, ასფალტის საფარი დანარჩენ ორ ჩიხში დაიგო. მათივე ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 570 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის...
საბურთალოს რაიონში, გოდერძი ჩოხელის I და II ჩიხში, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 85 000 ლარი დაიხარჯება. როგორც გამგეობაში აცხადებენ, ამ დროისთვის, I ჩიხში ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება დასრულდა, ხოლო II ჩიხში გზის საფუძველი მზადდება. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ჯამში, 2 050 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ახალი ორფენიანი საფარი დაიგება. "აღნიშნულ ტერიტორიაზე ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, რადგან ასფალტის...
სტატიის გავრცელება გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ფეისბუქლაივის მიმდინარეობისას მიუსაფარი ძაღლების პრობლემების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ, შესაძლოა, შინაური ცხოველებს ჩიპები ჩაუდგან, რათა მიუსაფარი ძაღლების მეპატრონეების მოძიება გამარტივდეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. "მოსახლეობას ძალიან დიდი ყურადღების გამოჩენა სჭირდება ოთხფეხა მეგობრების მიმართ. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს ასეთი: ბავშვის გასახარებლად მიჰყავთ პატარა ლეკვი, მერე ეს ლეკვი იზრდება, საკვებით ვერ უზრუნველყოფს ზოგიერთი...
გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი საფინანსოდან ზედამხედველობის სამსახურში მესამე რანგის სპეციალისტის გადაყვანას ითხოვს, რაც დამატებით ბიუჯეტიდან წლის განმავლობაში 1 200 ლარის გაცემას გულისხმობს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. მერის იურისტის, გიორგი ბატონისაშვილის განმარტებით, აღნიშნულ ორ სამსახურში დასაქმებულ პირთა ხელფასებს შორის სხვაობა თვეში 100 ლარია. თუმცა, მისი აზრით, ზედამხედველობის სამსახურში კადრის დამატების საჭიროება იკვეთება და ამისთვის აღნიშნული თანხის გაღება ხელისუფლებამ მიზანშეწონილად უნდა ჩათვალოს. "მესამე რანგის...
მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. აჭარის ფინასნთა და ეკონომიის სამინისტროს ინფრომაციით, სამუშაოებისათვის გამოცხადებული ტენდერი უკვე დასრულდა, უახლოეს დღეებში კი კომპანისთან ხელშეკრულებას გააფორმებენ. პროექტისთვის, დაახლეობით, 1 037 000 ლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, დაგეგმილია ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიატაცია, რომელსაც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახოციელებს. https://www.youtube.com/watch?time_continue=28&v=lz7BQZe86CI
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ახალგაზრდებსა და არასამთავრო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიში წარიმართა და დასმული შეკითხვები, ძირითადად, განათლებასა და ახალგაზრდების თვითმმართველობაში ჩართულობას ეხებოდა. როგორც მერობის კანდიდატმა შეხვედრის მიმდინარეობისას განაცხადა, დევნილი ახალგაზრდებისთვის სახელწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაში არასამთავრობო სექტორის როლი მნიშვნელოვანია. ამასთან, მისივე თქმით, მუნიციპალური ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარის დაზოგვას და ამ თანხით სოციალურად დაუცველი...
წინა სტატია თუშეთთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდითი სამუშაოების დაჩქარების მოთხნით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში აქცია მიმდინარეობს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. აქციის მონაწილეები საავტომობილო გზების დეპარტამენტს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ თუ კი გზა მაისის ბოლომდე არ გაიწმინდა, შესაძლოა, ტურისტული სეზონი ჩავარდეს. “ტურისტული სეზონი ისედაც ცოტა ხანი, დაახლოებით, 4 თვე გრძელდება. თუ გვიან გაიხსნება გზა, ეს ნისნავს იმას, რომ ტურისტების რაოდენობა ძალიან შემცირდება, ვიზიტორები...
ახალციხის მერიამ ქალაქში მდებარე ხელოვნურ ტბაზე არსებული ნავმისადგომის რეაბილიტაციასა და ნავებისთვის ახალი ბაქანის მოწყობაზე 22 839  ლარის ღირებულების ტენდერი მეორედ გამოაცხადა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. "ტენდერი წინა წელსაც გვქონდა გამოცხადებული, თუმცა რაღაც პრობლემების გამო ვერ განვახორციელეთ. ამისთვის ბევრი ფიცარია საჭირო და მაშინ როცა შეიძლებოდა გაკეთება, ფიცრის საწარმოებში აღწერები დაემთხვა და ამან შეგვიშალა ხელი“, – ამბობს ა(ა)იპ "ახალციხის წყალმომარაგებისა და წყალანირების“...
ახალქალაქის ციხის რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტები მომზადდება. მანამდე კი ტერიტორია შემოიღობება და არქეოლოგიური გათხრები ჩატარდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახლქალაქის ციხესთან ერთად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ციხის ეზოში მდებარე ჯამესაც. რა რაოდენობის თანხა გამოიყოფა საპროექტო სამუშაოებისა და ციხის რეაბილიტაციისთვის, ჯერ განსაზღვრული არ არის. ისტორიული წყაროების მიხედვით, ახალქალაქის ციხე მე-11 საუკუნეში აიგო. პირველ მაისს ახალქალაქის ციხე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ, რეგიონული განვითარებისა და...
წინა სტატია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე 14.6 კმ-იანი (კმ98-კმ112) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება. :სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფლებს, გორელოვკას და ჟდანოვს გაივლის და საქართველო-სომხეთის საზღვართან სრულდება. ახალციხე-ნინოწმინდას გზის გამართულად ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. აღნიშნული გზით სარგებლობენ, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა და სომხეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები, ასევე, ხორციელდება საზტრანზიტო გადაზიდვები. ახალციხე-ნინოწმინდას გზაზე სამუშაოები ბოლო 10 წელია...
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები გრძელდება, მას შემდეგ, რაც საკრებულოებმა ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით შერჩეული 4 801 პროექტი დაამტკიცეს, ინფრასტრუქტურული პროექტების სამშენებლო სამუშაოების ნაწილი უკვე დაიწყო და ზოგიერთი მათგანი დასრულდა კიდეც, - ამის შესახებ ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, დღეის მდგომარეობით, ხელშეკრულება გაფორმებულია 4.85 მილიონი ლარის ღირებულების 435 პროექტზე. მათ შორის, 28 პროექტი...
თბილისის ბოტანიკურ ბაღში გაიმართულ ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გარემოსდაცვით ომბუდსმენად დევიდ მორისონი წარადგინა. გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტი პრემიერმინისტრის დაქვემდებარებაში იქნება. პრემიერმინისტრის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გარემოსდაცვითი პრინციპებია, შემოდის ახალი ინსტიტუტი, რომლის მთავარი საზრუნავი გარემოსდაცვითი საქმიანობა იქნება. ამასთან, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ეს ინსტიტუტი ქვეყანას დაეხმარება, რომ საქართველოში გარემოსდაცვითი საქმიანობა ახალ დონეზე აიყვანოს. მისივე თქმით, საქართველო ბოლო ათწლეულების...
"ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია ანაკლიაში ახალგაზრდებს შეხვდა და საკუთარი პროგრამა გააცნო. მისი თქმით, ზუგდიდში აშენდება ახალგაზრდული სივრცე, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, იდეების გენერირება მოახდინონ. "ზუგდიდში აშენდება ახალგაზრდული სივრცე, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა იდეების გენერირება მოახდინონ. ახალგაზრდებს ამ სივრცეში ტექნოლოგიების, კულტურის, სპორტის მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა ექნებათ. ამასთან, ადგილობრივ ბიუჯეტში გამოიყოფა თანხა, რომლითაც ახალგაზრდების მიერ წარდგენილი საუკეთესო პროექტები დაფინანსდება. ასევე, გაიზრდება...
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე ჩამოწოლილი დიდი ზომის ლოდების დაშლა დასრულდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ნაშალი მასის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და დღის ბოლომდე დასრულდება. "ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე, გაწმენდითი სამუშაოები წელს, რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ აპრილის თვეში უხვი ნალექის გამო 15 აპრილს დაიწყო. ამასთანავე, გზის 22-ე და 25-ე კილომეტრებზე ჩამოსული იყო დიდი ზომის ლოდები, ასევე, აღნიშნული გზის 56-ე კმ-ის...
თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია, – ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროებს ეხება. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. დოკუმენტში საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშზე, სადაც ნათქვამია, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ორი ძირითადი წყარო არსებობს: სტაციონარული წყაროებიდან გაფრქვევა – მრეწველობისა და მშენებლობის ობიექტებიდან მავნე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ