ახალქალაქის ციხის რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტები მომზადდება. მანამდე კი ტერიტორია შემოიღობება და არქეოლოგიური გათხრები ჩატარდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახლქალაქის ციხესთან ერთად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ციხის ეზოში მდებარე ჯამესაც. რა რაოდენობის თანხა გამოიყოფა საპროექტო სამუშაოებისა და ციხის რეაბილიტაციისთვის, ჯერ განსაზღვრული არ არის.
ისტორიული წყაროების მიხედვით, ახალქალაქის ციხე მე-11 საუკუნეში აიგო.
პირველ მაისს ახალქალაქის ციხე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ და სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.