გორის მერი შინაური ცხოველებისთვის ჩიპის ჩადგმის ინიციატივით გამოდის

1375

სტატიის გავრცელება

გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ფეისბუქლაივის მიმდინარეობისას მიუსაფარი ძაღლების პრობლემების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ, შესაძლოა, შინაური ცხოველებს ჩიპები ჩაუდგან, რათა მიუსაფარი ძაღლების მეპატრონეების მოძიება გამარტივდეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“მოსახლეობას ძალიან დიდი ყურადღების გამოჩენა სჭირდება ოთხფეხა მეგობრების მიმართ. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს ასეთი: ბავშვის გასახარებლად მიჰყავთ პატარა ლეკვი, მერე ეს ლეკვი იზრდება, საკვებით ვერ უზრუნველყოფს ზოგიერთი ოჯახი, მერე მეზობელი უჩივლებს, რომ შეუჭამა ძალიან ლამაზი ვარიკა, მერე თვითონაც დარწმუნდება, რომ მასაც შეუჭამა, შემდეგ ამ მიზეზით ოთხფეხა მეგობარს აგდებს ქუჩაში. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ და ვმუშაობთ ამაზე, რომ ვისაც ეყოლება ოჯახში ოთხფეხა მეგობარი, მან აუცილებლად უნდა დაარეგისტრიროს ჩიპის მეშვეობით იგი, რის შემდეგაც საშუალება იქნება იმისა, რომ მოიძებნოს, ვისია ეს ძაღლი. თუ არასათანადოდ ეპყრობოდა ძაღლს, ამისთვის იქნება დიდი ჯარიმები, ეს ერთგვარად წაადგება ამ პრობლემის მოგვარებას“, – აცხადებს კონსტანტინე თავზარაშვილი