თუშეთთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდითი სამუშაოების დაჩქარების მოთხნით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში აქცია მიმდინარეობს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
აქციის მონაწილეები საავტომობილო გზების დეპარტამენტს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ თუ კი გზა მაისის ბოლომდე არ გაიწმინდა, შესაძლოა, ტურისტული სეზონი ჩავარდეს.
“ტურისტული სეზონი ისედაც ცოტა ხანი, დაახლოებით, 4 თვე გრძელდება. თუ გვიან გაიხსნება გზა, ეს ნისნავს იმას, რომ ტურისტების რაოდენობა ძალიან შემცირდება, ვიზიტორები ჯავშნებს გააუქმებენ. გარდა ამისა, თუშეთში გვიან გადავა ცხვარი და ცუდი წელი იქნება მეცხვარეებისთვის“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება მაისის ბოლომდე აღდგება.