ახალციხის ტბაზე ნავმისადგომისა და ბაქანის მოწყობისთვის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა (ფოტო)

1188

ახალციხის მერიამ ქალაქში მდებარე ხელოვნურ ტბაზე არსებული ნავმისადგომის რეაბილიტაციასა და ნავებისთვის ახალი ბაქანის მოწყობაზე 22 839  ლარის ღირებულების ტენდერი მეორედ გამოაცხადა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

“ტენდერი წინა წელსაც გვქონდა გამოცხადებული, თუმცა რაღაც პრობლემების გამო ვერ განვახორციელეთ. ამისთვის ბევრი ფიცარია საჭირო და მაშინ როცა შეიძლებოდა გაკეთება, ფიცრის საწარმოებში აღწერები დაემთხვა და ამან შეგვიშალა ხელი“, – ამბობს ა(ა)იპ “ახალციხის წყალმომარაგებისა და წყალანირების“ ხელმძღვანელი ჯემალ გიორგაძე.

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობა დაზიანებული ნავსადგომის მოწყობას და ნავებისთვის ახალი ბაქანის გაკეთებას ჯერ კიდევ შარშან, სეზონის გახსნამდე გეგმავდა. თუმცა, ეს პრობლემები ტბაზე ამ დრომდე არ მოგვარებულა.