წინა სტატია დედაქალაქის მერიამ მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რის გამოც, ევროპისა და გორგასალის მოედნების მიმდებარედ სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტეხის ხიდზე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება ძველი მიმართულებების შესაბამისად, შეზღუდულად შეეძლებათ. კერძოდ, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ამომსვლელი პანდუსიდან, ევროპის მოედნიდან და მეტეხის აღმართიდან, გორგასალის მოედნისა და კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით. სატრანსპორტო საშუალებებისთვის ევროპის მოედნის მიმართულებით,...
თელავში სხვადასხვა მისამართზე ენერგოეფექტური სკამები დადგეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ცნობისთვის, ენერგოეფექტური სკამი მზის ენერგიის გამოყენებით მუშაობს და უფასო wifi სისტემითა და ტელეფონის დამტენებითაა აღჭურვილი. ასევე, აქვს ლაითბოქსი, სადაც განთავსებულია თელავის ტურისტული რუკა და სხვა საინტერესო ინფორმაცია. გარდა ამისა, დაგეგმილია ისტორიულ ძეგლებზე QR კოდების და ქალაქის ორ მისამართზე QR კუბების განთავსებაც. პროექტის მიზანს მუნიციპალური ელექტრონული საინფორმაციო სერვისების გაუმჯობესება, ქალაქის კულტურული, ისტორიული და...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 3 თვეში, ნარჩენების მართვის კოდექსის 601 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, 1-ლი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ყველაზე მეტი - 218 ფაქტი აჭარაში დაფიქსირდა. მცხეთა-მთიანეთში გამოვლენილია 62 სამართალდარღვევა, სამცხე-ჯავახეთში - 59, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 53, ქვემო ქართლში - 50, კახეთში - 44, იმერეთში - 34, გურიაში...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს განსახილველად 2021 წლის ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2021 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის 9, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით - 130 შემთხვევა დაფიქსირდა. „უკანონო აქტივობები გამოიხატა როგორც ახალი მავთულხლართების გავლებაში, ისე ძველი მავთულხლართებისა და ღობეების განახლებაში, ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებისა და მიწათხრილების მოწყობაში, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებისა და საგუშაგოების უკანონოდ აღმართვაში. ვითარება კვლავ დაძაბული იყო ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, სადაც საოკუპაციო ძალის დესტრუქციული...
წინა სტატია შემდეგი სტატია ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა დღეს მთავრობის მიერ მიღებული ჩვენი ფერმერების მხარდასაჭერად - დამტკიცდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მქონე ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მიზანია მცირემიწიან ფერმერებს დავეხმაროთ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შეძენაში, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რამდენიმე კვირის წინ, ფერმერების მხარდასაჭერად, კიდევ ერთი პროგრამა...
წინა სტატია დევნილებისთვის პირობა გვაქვს მიცემული და მომდევნო 3 წლის განმავლობაში, დავაკმაყოფილებთ 13 000-მდე ოჯახს, ბინით თუ სახლით, - აღნიშნული განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, 6 000 ოჯახი ჩაერთვება პროექტში „სოფლად სახლი“. რაც შეეხება დანარჩენ 7 000 ოჯახს, ისინი ბინას თანამედროვე სტანდარტების, ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში მიიღებენ. „ამ პროექტს მომდევნო...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო, რაც სამშენებლო სამუშაოების დროს საეტაპო ოქმების წარდგენის გადავადებას გულისხმობს. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება 2023 წლის პირველ იანვრამდე გადავადდება, აქამდე გამოწერილი ჯარიმები კი ჩამოეწერებათ. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის შესაბამისად, იმ პირებს, რომლებიც აწარმოებენ სამშენებლო სამუშაოებს, ჰქონდათ ვალდებულება, რომ სამშენებლო სამუშაოების სხვადასხვა ეტაპზე, მშენებლობის ზედამხედველი...
შემდეგი სტატია დავიწყეთ მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია თაღების გამაგრება, ფასადების დამუშავება, სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი დაიგება, ტროტუარები განახლდება და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება. ასევე ხიდზე არსებული თუჯის მოაჯირები იერსახის უცვლელად განახლდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 18 აპრილიდან, მეტეხის ხიდზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. „მეტეხის...
სამშენებლო ობიექტზე თბილისის მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილების ჩაბარების წესი შეიცვალა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თუ მშენებლობის მწარმოებელი პირი მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილების ჩაბარებაზე უარს ამბობს, იგი ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას განთავსდება და ჩაბარებულად ჩაითვლება. „პრობლემა გვქონდა სამშენებლო ზედამხედველობის განხორციელების პროცესში გადაწყვეტილებების ჩაბარებასთან, მის ძალაში შესვლასა და აღსრულებასთან დაკავშირებით. ადრესატი ხშირად უარს აცხადებდა მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილების ჩაბარებაზე....
აღდგომის ღამეს მეტრო თბილისში გახანგრძლივებული რეჟიმით იმოძრავებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქისმთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებისას განაცხადა, სადაც მოსახლეობას ინფორმაცია წარუდგინა 23, 24 და 25 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობასა და გადაადგილებასთან დაკავშირებით. როგორც კალაძემ განმარტა 24, 25 აპრილს 08:00 საათიდან 20:00-მდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებს და უფასოდ მოემსახურება თბილისელებს. „აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად იმუშავებს. ძალიან ბევრი ადამიანი მიდის ეკლესიაში, ესწრება წირვას...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვიდრე ის თბილისის მერის თანამდებობას იკავებს, დედაქალაქში უკანონო მშენებლობას არ დაუშვებს. როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ისტორიულ ზონაში, ამაღლების ქუჩაზე სართულის უკანონოდ დაშენების ფაქტი გამოვლინდა და სამშენებლო კომპანიას მიმართა, მშენებარე ობიექტი სწრაფად მოიყვანოს პროექტთან შესაბამისობაში. კახა კალაძის თქმით, თუ კომპანია დროულად არ განახორციელებს სართულის დემონტაჟს, სამაგალითოდ დაისჯება. „ვიდრე მე ამ ქალაქის მერი ვარ, ვიდრე თბილისის მთავრობას ვხელმძღვანელობ ჩემს თანამშრომლებთან...
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას ინიციატივით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურების ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, რეორგანიზაციის პირველი ეტაპი დაიწყო. წალენჯიხის მერიაში რეორგანიზაციის მიზეზად მუნიციპალიტეტის განვითარების საჭიროებას ასახელებენ და ამბობენ, რომ რეორგანიზაციის მიზნები მერიის სტრუქტურებს შორის ფუნქციების სწორად გადანაწილება, ფინანსების ეფექტური მართვა, მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა და დაკისრებულ უფლება-მოვალეობებთან კადრების შესაბამისობის უზრუნველყოფაა. მათივე ცნობით, რეორგანიზაციის საბოლოო, შეჯერებული ვარიანტის დამტკიცება, წალენჯიხის...
ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების სრულფასოვანი მონაწილეობისა და ჩართულობის მიზნით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო - „ჩოხატაურის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“ იქმნება. როგორც მერიაში აცხადებენ, საბჭოს წევრების შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში რეგისტრაცია 15 აპრილიდან 1 მაისამდე იქნება შესაძლებელი. "საბჭო შედგება სათათბირო ხმის უფლების მქონე 15 წევრისგან, რომლებიც წარმოდგენილი არიან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 12 მაჟორიტარული ოლქიდან და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. საბჭო...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტს სოფელ ვაკიჯვარში, ვაკიჯვარი-ცხემლისხიდის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. როგორც ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, პროექტი "სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების” ფარგლებში 1 010 052 ლარით ფინანსდება და მისი მშენებლობა მიმდინარე წლის მაისის თვეში დასრულდება. ასევე, როგორც მერიაში აცხადებენ, უახლოეს პერიოდში დაიწყება ცხემლისხიდის, დვაბზუს და მშვიდობაურის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა.
ბათუმის მერიის ინფორმაციი, ტბეთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ცნობით, თამარის დასახლებაში ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქუჩა, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. როგორც მერიაში აცხადებენ, ქუჩის რეაბილიტაციისას გათვალისწინებული იქნა მოსახლეობის თხოვნა, რის საფუძველზეც ქუჩის გარკვეულ მონაკვეთი გაფართოვდა. ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის თქმით, უმოკლეს ვადაში საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები შესრულდა. "ტბეთის ქუჩაზე უკვე მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემა, ტროტუარები და ბორდიურები. დაიგო ასფალტის საფარის პირველი ფენა....
წინა სტატია ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია ადასტურებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, 2019-2020 წლებში საკრებულოს თანამდებობის პირებზე სოციალური დახმარების სახით სოლიდური თანხები გაიცა. იმ დროისათვის ირაკლი შენგელია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. „საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მათ შორის, მეც აღებული მაქვს შესაბამისი სოციალური მუხლით სოციალური დახმარება, ერთი ხელფასის ოდენობით. თანხა მერიამ ჯანმრთელობის პრობლემის გამო მომცა“, - განაცხადა შენგელიამ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ