დავიწყეთ მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია თაღების გამაგრება, ფასადების დამუშავება, სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი დაიგება, ტროტუარები განახლდება და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება. ასევე ხიდზე არსებული თუჯის მოაჯირები იერსახის უცვლელად განახლდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 18 აპრილიდან, მეტეხის ხიდზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
„მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო, სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია „ბესკო“ შეასრულებს. აღნიშნული პროექტის ღირებულება 2 მლნ ლარს შეადგენს. სამუშაოები ზაფხულის ბოლოს დასრულდება“, – განაცხადა კალაძემ.