ოზურგეთის მუნიციპალიტეტს სოფელ ვაკიჯვარში, ვაკიჯვარი-ცხემლისხიდის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.
როგორც ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, პროექტი “სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების” ფარგლებში 1 010 052 ლარით ფინანსდება და მისი მშენებლობა მიმდინარე წლის მაისის თვეში დასრულდება.
ასევე, როგორც მერიაში აცხადებენ, უახლოეს პერიოდში დაიწყება ცხემლისხიდის, დვაბზუს და მშვიდობაურის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა.