გორის მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში 87 სოციალურად დაუცველი დასაქმდა, მათგან 60 კეთილმოწყობის, ხოლო 27 ჭაბურღილების და სასმელი წყლების სამსახურში. ინფორმაციას რადიო მოზაიაკა ავრცელებს.
“სააგენტოს დასუფთავების სამსახურში დასაქმდა 60 სოციალურად დაუცველი. ქალაქის მასშტაბით, თითოეულ სკვერზე თითო ადამიანია გათვალისწინებული”, – განმარტა კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ბარჯაძემ.
რაც შეეხება, სასმელი წყლების, წყალარინების, ჭაბურღილებისა და სატუმბი სადგურების სამსახურს, ხელმძღვანელის განმარტებით, ახალი თანამშრომლები მათი საცხოვრებლის შესაბამისად გადანაწილდნენ მუნიციპალიტეტის...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 2022 წლის განმავლობაში მერიის 86 თანამშრომლისთვის ტრენინგების ჩატარებას გეგმავს. მერიამ საჯარო მოხელეთა სატრენინგო მომსახურებისათვის 23 868 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია თანამშრომლებს ტრენინგებს ორი, მენეჯერული უნდარებისა და პიროვნული და პროფესიული განვითარების, მიმართულებით ჩაუტარებს.
მენეჯერული უნარების განვითარებისათვის მერიის 19 თანამშრომელს ტრენინგი შემდეგ თემებზე ჩაუტარდება:
სტრატეგიული მართვა-დაგეგმვა (სტრატეგიული მენეჯმენტი, გრძელვადიანი და საშუალოვადიანი...
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ „კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსი“ დააფუძნა.
კონკურსის შესახებ თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, ვახტანგ კახიძესთან ერთად. კონკურსს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ჩაატარებს.
სამინისტროს მიერ კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 65 000 ლარს. კულტურის სამინისტროს ცნობით, მისი მიზანია ეროვნული საკომპოზიტორო ხელოვნების განვითარება და კომპოზიტორთა შემოქმედებითი საქმიანობის...
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორ ოთხ სპორტსმენს - გიორგი სარდალაშვილს, ლუკა კუბლაშვილს, ბექა გურულს, სანდრო მეგრელიშვილს საერთაშორისო ტურნირებში მიღწეული წარმატებისთვის ფულადი ჯილდო გადასცა. რუსთავის მერიამ წარმატებულ სპორტსმენებს სტიპენდიები 2022 წლიდან გაუორმაგა.
ნინო ლაცაბიძემ აღნიშნული სიახლე, რუსთაველ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს შეხვედრაზე პირადად გააცნო.
„2022 წელს მხოლოდ სამი თვეა გასული და უკვე სამოცდაცამეტი მედალოსანი გვყავს. ნამდვილად ვამაყობთ ჩვენი სპორტსმენებით. დღეს...
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, სოსო ქინქლაძის განცხადებით, სტიქიური მოვლენების პრევენციისთვის საჭირო ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურებიდან ყველაზე მეტი კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში განთავსდება.
როგორც ქინქლაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დონორების დაფინანსებით შეძენილი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები რეგიონებში შემდეგი ოდენობით განთავსდება: სამეგრელო ზემო- სვანეთში დღეს არსებულ 19 სადგურს დაემატება კიდევ 19 და ჯამში, 38 იქნება; რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში არსებულ 18 ერთეულს დაემატება კიდევ 18 და...
დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციულ ერთეულში ჯორმუხის გზის რეაბილიტაცია ხორციელდება.
„პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება ქალაქ დუშეთიდან სოფელ ყვავილამდე მისასვლელი გზა. დაიგება ბეტონის საფარი, რაც უახლოეს პერიოდში მოსახლეობას კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს. პროექტის ღირებულება 292 000 ლარს აღემატება და მისი დასრულება მაისში იგეგმება“, - განაცხადა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ.
გორში, სტალინის 2-ში და მშვიდობის 29 -ში ძლიერი ქარიგან დაზიანებული კორპუსის სახურავების აღსადგენად გორის მუნიციპალიტეტის მერია 216 585 ლარს დახარჯავს. ინფორმაციას რადიო მოზაიაკ ავრცელებს.
მერიამ სამუშაოების უმოკლეს ვადაში შესასრულებლად გამარტივებული შესყიდვის გზას მიმარა.
“12.04.2022 წელს დამდგარმა სტიქიამ (ძლიერი ქარი და წვიმა) დააზიანა ქ. გორში, საცხოვრებელი ბინის სახურავები, მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც ცხოვრობენ აღნიშნულ შენობაში ფაქტობრივად დარჩენილები არიან დაზიანებული სახურავების ქვეშ, რის...
ხულოს სასწრაფო დახმარების რაიონულ სამსახურს ახალი, მაღალი გამავლობის რეანიმობილი გადაეცა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროექტი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, რათა მოსახლეობამ შეძლოს სამედიცინო სერვისებით სრულფასოვნად და ხარისხიანად სარგებლობა.
"რეანიმობილი ხულოს მუნიციპალიტეტს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა გადასცა. ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული რეანიმობილით ყველა სიმძიმის პაციენტის ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი როგორც ხულოს მუნიციპალიტეტში, ასევე, ზოგადად მაღალმთიან აჭარაში“,...
თელავში,ჩოხელისა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებული ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ურბანული განახლებისა და მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცეების მოწყობის მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაზე 3 499 988 ლარის ოდენობის ტენდერი გამოცხადდა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს აღნიშნული ბაღის სრულ რეაბილიტაციას, ახალი პარკის მოწყობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია სპორტული, საბავშვო, გასართობი სივრცეების მოწყობა. პარკი სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.
პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების...
ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია იწყება. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
წინადადებების მიღება 12 მაისს დაიწყება და 17 მაისს დასრულდება. გზის შეკეთების სამუშაოებისთვის, რომელიც წლების განმავლობაში გამოწვევას წარმოადგენდა, საქართველოს ბიუჯეტიდან 22 206 000 ლარია გამოყოფილი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ანგისიდან დაბა ხელვაჩაურამდე გზის მონაკვეთს.
პირობის მიხედვით, სამუშაოების წარმოებისას გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა არ უნდა შეფერხდეს, ამიტომ სამუშაოები...
წელს ბათუმში ოთხი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება, რომელიც ათასზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ერთი-ერთი ჩაქვში, მეზღვაურთა ქუჩაზე შენდება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტების ბაღის ტერიტორიაზე მოეწყობა სპორტული მოედანი და საბავშვო ატრაქციონები.
საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის 3 475 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.
ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოდან 34 თანამშრომელი გაათავისუფლეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი ბარჯაძის ინფორმაციით, ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელდათ იმ პირებს, რომლებიც სამსახურს ნაკლები პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ.
“სააგენტოში გვყავდა 384 თანამშრომელი, ამჟამად 350 ადამიანი მუშაობს. ვინც არ დადიოდა სამსახურში და ნაკლები პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის საქმეს, აღარ გავუგრძელეთ ხელშეკრულება. ეს 34 ადამიანი ძირითადად, ადმინისტრაციაში მუშაობდა”, – განმარტა გიორგი ბარჯაძემ.
მისივე თქმით, სოციალურად დაუცველთა...
შემდეგი სტატია
ავტორი: ეკატერინე ბასილაია
დავით ბუკია "ქართული ოცნებიდან" ხობის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. ის საჯარო სამსახურში თანამდებობას პირველად იკავებს და ქონებრივი დეკლარაციაც, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთხელ აქვს შევსებული.
2022 წლის იანვრის ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში წერია, რომ ახლადარჩეული მერი დაბადებულია ხობში, ჰყავს მეუღლე, სოფიო გოგია და ერთი არასრულწლოვანი შვილი.
დავით ბუკია ხობში, რუსთაველოს ქუჩაზე, ფლობს 2016 წელს მემკვიდრეობით მიღებულ...
ფოთში, საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. ოპოზიციის წარმომადგენლებს შენიშვნები სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებით ჰქონდათ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, ქალაქის სოციალური პაკეტი არასწორად არის შედგენილი. მათივე თქმით, შეჭირვებულ ოჯახებზე მიზერული თანხები გაიცემა. ოპოზიციამ აღნიშნული თანხების მომატება მოითხოვა. დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი განცხადებით, მმართველი პარტია მუდმივად ,,ნაციონალური მოძრაობის" წარსულით აპელირებს.
,,ამათთან კამათს აზრი...
წინა სტატია
წარმოდგენილი იქნა 2022 წლის გეგმა, რომლის მიხედვითაც 20 მლნ ლარი არის გამოყოფილი შესაბამისი ინფრასტრუქტურული და სასოფლო-სამეურნეო პროექტებისათვის, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
ირაკლი ქარსელაძემ ასევე აღნიშნა, რომ 402 მლნ ლარი მოხმარდა მხოლოდ დახმარებებს, რომელიც ითვალისწინებს დანამატებს, როგორც საპენსიო, ასევე შემწეობებზე, დანამატებს ექიმების და ექთნების, მასწავლებლების ხელფასებზე, სპორტის სხვადასხვა სახეობის...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
დაახლოებით, 5 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი 2022 წელს მაღალმთიან დასახლებებში სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელებისთვის, როგორიც არის აგროდაზღვევის პროექტი, „დანერგე მომავალი“ და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების პროგრამა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელიც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მინისტრის ინფორმაციით, 2021 წელს მაღალმთიან დასახლებებში...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































