თელავის მერიამ ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობისთვის ტენდერი გამოაცხადა

229

თელავში,ჩოხელისა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებული ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ურბანული განახლებისა და მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცეების მოწყობის მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაზე 3 499 988 ლარის ოდენობის ტენდერი გამოცხადდა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს აღნიშნული ბაღის სრულ რეაბილიტაციას, ახალი პარკის მოწყობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია სპორტული, საბავშვო, გასართობი სივრცეების მოწყობა. პარკი სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის სტრატეგიული მიზანია თელავის ურბანული ტერიტორიის ინტეგრაცია, რეგიონულ ცენტრზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ურბანული ტერიტორიების განვითარება,რაც ხელს შეუწყობს თელავის როგორც რეგიონული ცენტრის განვითარებას.