წელს ბათუმში ოთხი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება

244

წელს ბათუმში ოთხი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება, რომელიც ათასზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ერთი-ერთი ჩაქვში, მეზღვაურთა ქუჩაზე შენდება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტების ბაღის ტერიტორიაზე მოეწყობა სპორტული მოედანი და საბავშვო ატრაქციონები.

საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის 3 475 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.