ხაშურის მუნიციპალიტეტში 5 ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება. ხაშურსა და სურამში მდებარე ხიდების რეაბილიტაციისა და ფასადების განათებებისთვის, ხაშურის მერიას 224 383 ლარი აქვს გათვალისწინენული. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში, მოხდება ხაშურში რუსთაველის, აღმაშენებლის, ტაბიძის, თამარ მეფის ქუჩებზე არსებული ხიდების რეაბილიტაცია.
“სურამში რეაბილიტაცია ჩაუტარდება მდინარე სურამელაზე არსებულ ხიდს. სამუშაოების ფარგლებში ხიდებთან მოეწყობა დეკორატიული განათებებიც”, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები...
ქარელის მერია მუნიციპალიტეტის 16 საბავშვო ბაღში გათბობის სისტემების მოსაწყობას გეგმავს. სამუშაოებისთვის უწყბემა ტენდერი უკვე გამოაცხადა და ბიუჯეტში, დაახლოებით, 50 000 ლარი გამოყო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გთავაზობთ საბავშვო ბაღების ჩამონათვალს, სადაც გათბობის სისტმებების მოწესრიგება იგეგმება:
სოფელ ქვემო ხვედურეთის საბავშვო ბაღის წყლის გამათბობლის შეცვლა, თანხით არაუმეტეს – 986,95 ლარი.
სოფელ ზემო ხვედურეთის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 3151,44...
გორში საკრებულოს შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით პროექტის “განახლებული რეგიონები” ფარგლებში განხორციელდება. ინფორმაციას რადიო მოზაიაკ ავრცელებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა სარეაბილიტაციო ნუსხაში დაამატა სტალინის ქუჩაზე არსებული ადმინისტრაციული შენობა, რომელშიც საკრებულოა განთავსებული.
“ჩვენ ვთხოვეთ პრემიერმინისტრს, რომ საკრებულოს შენობის საკითხი ყოფილიყო განხილული. შენობა ისტორიულია და ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ფაქტიურად ინგრევა. ჩვენ დიდი იმედი გვქონდა, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდებოდა”, -გვითხრა გორის მუნიციპალიტეტის...
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვირიკეში, სუნელ-სანელებლების გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა. იგი აგროსერვის ცენტრის ,,სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის’’ ფარგლებში შეიქმნა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
საწარმოში ჯამურად 89 258 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან ნაწილი გრანტია, ნაწილი კი თანამონაწილეობა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოში თვეში 10 ტონა სანელებელს გადაამუშავებენ.
პროდუქციის რეალიზაცია მოხდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, გავა ექსპორტზე. დასაქმებულია 15 ადამიანი.
„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე - სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამაში“ მონაწილეობის მსურველი დეველოპერული კომპანიების წინადადებების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის წევრებთან შეხვედრა გაიმართა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული კომისია მათი განკარგულებით შეიქმნა.
როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, კომისია უზრუნველყოფს „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე - სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამით“ დადგენილ პირობებთან პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დეველოპერული წინადადებების შესაბამისობის თაობაზე რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას.
„დღეის მდგომარეობით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ლევან...
საია აგრძელებს ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2019 წლის ბოლოს დაწყებული პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ შედეგების შესწავლას. გამოიკვეთა, რომ კვლავ ნაკლებია გაყიდული ობიექტების რაოდენობაში პირობით გამოცხადებული აუქციონების რაოდენობა. ეს მიანიშნებს ტენდენციაზე, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზების შემდეგ, მცირე დროის განმავლობაშიც კი, ამ ობიექტების გამოყენების ან განვითარების პერსპექტივას სახელმწიფო სრულად ემიჯნება და ეს მთლიანად შემძენის შესაძლებლობებსა თუ სურვილზე ხდება დამოკიდებული.
გარდა ამისა, საკმაოდ...
ახმეტის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი 7 მაისს, 18:00 საათზე, ახმეტის წყაროების პარკში დაიწყება.
"7 მაისს, ერთად დავუჭიროთ მხარი უკრაინას და შევხვდეთ ევროპის კვირეულს. მოქალაქეებს ელოდებათ: გასართობი სივრცე ბავშვებისთვის, სხვადასხვა დეკორაციები და აქტივობები და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. ასევე გაიმართება დასკვნითი კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ: ანი მერაბიშვილი, ნანიკო სამბელაშვილი, გიგა პაპასკირი და მერი მამულაშვილი, ლექს-სენი.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ლევან დავითაშვილი, European...
წინა სტატია
მარნეულის მუნიციპალიტეტის კიროვკის მოსახლეობა სოფლის სახელის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურების შეჩერებას ითხოვს. აღნიშნულის მოთხოვნით თვითმმართველობაში წერილი უკვე შეიტანეს ადგილობრივებმა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
კიროვკელებმა ოფიციალური წერილით მიმართეს მარნეულის მერს, კენან ომაროვს, საკრებულოს თავმჯდომარეს, ამირან გიორგაძეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკანდაროვს და საკრებულოს სივრცით-ტერიტორიუული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის თავმჯდომარეს, ადილ ალიევს, სადაც სოფლის ძველი სახელის, „მამეი“-ს დაბრუნებას ითხოვენ.
მოსახლეობას ტექნიკური საკითხების მოგვარებაში დახმარებას...
სიღნაღის სოფელ ქვემო მაჩხაანში 28 ოჯახს სახლი 1 ლარად გადაეცემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"მთავრობამ გამოსცა განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, რომლის მიხედვით, 28 ფიზიკურ პირს, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა და დაუკანონდება სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო მაჩხაანში, მათსავე ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სახლები",...
წინა სტატია
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 ახალი ავტომობილის შესაძენად 194 000 ლარს დახარჯა. მერიამ ხელშეკრულება სხვადასხვა კომპანიებთან 2022 წლის დასაწყისში გააფორმა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
Kia Seltos, FIAT TIPO 1.6 მRenault Sandero 1.5 – ეს იმ ავტომობილების ჩამონათვალია, რომელიც მერიამ იყიდა. უწყების განმარტებით, მანქანების შესყიდვა ავტოპარკის განახლების მიზნით მოხდა.
“ავტომანქანების შესყიდვა მოხდა ავტოპარკის განახლების მიზნით, გამომდინარე იქიდან, რომ ძველი ავტომანქანები ხშირად გამოდის...
აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ (FDA) რემდესივირის, როგორც კოვიდის სამკურნალო საშუალების გამოყენების ასაკი გააფართოვა.
კერძოდ, FDA-მ Covid-19-ის სამკურნალო საშუალების გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებშიც დაუშვა. CNN-ის ინფორმაციით, პრეპარატს ჰოსპიტალიზირებულ ბავშვებში ან/და დაავადების მსუბუქიდან საშუალო მიმდინარეობის პირობებში გამოიყენებენ;
ასევე, იმ შემთხვევებში, როცა კორონავირუსის გართულებაა მოსალოდნელი. პრეპარატი ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია „გილეადს” ეკუთვნის და მისი ბრენდული დასახელება “ვეკლური” იქნება.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციისა და მერიის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია/კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის გამოცხადებული ტენდერები არ შედგა.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ მარნეულის მერიის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია/კეთილმოწობის სამუშაოების შესყიდვისათვის ტენდერი 2022 წლის 18 მარტს გამოაცხადა. თუმცა, 720 702 ლარის ღირებულების ტენდერში მონაწილეობა არც ერთ კომპანიას არ მიუღია, შესაბამისად, ელექტრონული ტენდერი არ შედგა და მერიას შესყიდვის გამოცხადება ხელთავიდან მოუწია.
მრიის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია მოსასვენებელი...
ფოთში, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. მათი განცხადებით, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება, რის გამოც, იქ ცხოვრება გაუსაძლისია. მათივე თქმით, აღნიშნული ნივთიერების ტრანსპორტირება უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ხორციელდება. როგორც ისინი აცხადებენ, 6 თვის წინ მათ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა და პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.
100-მდე პირი გასახლებას და ადეკვატურ კომპენსაციას მოითხოვს.
„სამი წელია ერთდაიგივე მოთხოვნა გვაქვს და...
წინა სტატია
სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა 1 მარტს ამოქმედდა და მის ფარგლებში საარსებო შემწეობის მიმღებ მოქალაქეებს საჯარო უწყებაში სხვადასხვა სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა აქვთ.
მთავრობა აანონსებდა, რომ ამ პროგრამის მეშვეობით ათიათასობით შრონისუნარიანი და სოციალური შემწეობის მქონე მოქალაქის დასაქმება იქნებოდა შესაძლებელი. გამოცემა "BM.GE-მ" პროექტის დეტალების შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიმართა, საიდანაც გვიპასუხეს, რომ დღეისთვის, სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმების კონტრაქტი უკვე...
წინა სტატია
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, მცირემიწიან ფერმერებს აგროსაქმიანობისთვის საჭირო საქონლის ხარჯი დაუსუბსიდირდებათ.
დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა. პროგრამის განმახორციელებელია სოფლის განვითარების სააგენტო.
პროგრამა ითვალისწინებს სუბსიდიის მოცულობის განსაზღვრას შემდეგი პირობებით:
თუ ბენეფიციარს საკუთრებაში ჯამურად გააჩნია 0.25 ჰა-დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 300 ლარით ან/და ქულით ყოველ 1 ჰა მიწის ნაკვეთზე გადაანგარიშებით, მიწის ნაკვეთ(ებ)ის...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ კახეთში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მარჯვენა მაგისტრალური არხის მეორე რიგის წყალგამანაწილებლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც ჯამში, 128 კმ სიგრძის დახურული მილსადენის მოწყობასა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობის მონტაჟს ითვალისწინებს.
მათივე ცნობით, 26 მლნ ლარის ღირებულების პროექტი მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































