12 წლამდე ბავშვებისთვის Covid-19-ის პირველი წამალი დამტკიცდა

557

აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ (FDA) რემდესივირის, როგორც კოვიდის სამკურნალო საშუალების გამოყენების ასაკი გააფართოვა.

კერძოდ, FDA-მ Covid-19-ის სამკურნალო საშუალების გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებშიც დაუშვა. CNN-ის ინფორმაციით, პრეპარატს ჰოსპიტალიზირებულ ბავშვებში ან/და დაავადების მსუბუქიდან საშუალო მიმდინარეობის პირობებში გამოიყენებენ;

ასევე, იმ შემთხვევებში, როცა კორონავირუსის გართულებაა მოსალოდნელი. პრეპარატი ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია „გილეადს” ეკუთვნის და მისი ბრენდული დასახელება “ვეკლური” იქნება.