გორში საკრებულოს შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

563

გორში საკრებულოს შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით პროექტის “განახლებული რეგიონები” ფარგლებში განხორციელდება. ინფორმაციას რადიო მოზაიაკ ავრცელებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა სარეაბილიტაციო ნუსხაში დაამატა სტალინის ქუჩაზე არსებული ადმინისტრაციული შენობა, რომელშიც საკრებულოა განთავსებული.

“ჩვენ ვთხოვეთ პრემიერმინისტრს, რომ საკრებულოს შენობის საკითხი ყოფილიყო განხილული. შენობა ისტორიულია და ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ფაქტიურად ინგრევა. ჩვენ დიდი იმედი გვქონდა, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდებოდა”, -გვითხრა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზამაძემ.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შესრულების სახელმწიფო შესასყიდად.

“პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაა 308`002 ლარი, შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება კი 12`000 ლარი. სამშენებლო სამუშაოების დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) კალენდარული წელი”, – განმარტავენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

გარდა ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციისა, “განახლებული რეგიონების” პროექტის ფარგლებში მოხდება ცენტრალურ ქუჩაზე არსებულ კერძო სახლისა სკვერის რეაბილიტაციაც.

ინფორმაციისთვის, სტალინის გამზირზე, ფასადების რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო.