სიღნაღის სოფელ ქვემო მაჩხაანში 28 ოჯახს სახლი 1 ლარად გადაეცემა

564

სიღნაღის სოფელ ქვემო მაჩხაანში 28 ოჯახს სახლი 1 ლარად გადაეცემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“მთავრობამ გამოსცა განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, რომლის მიხედვით, 28 ფიზიკურ პირს, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა და დაუკანონდება სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო მაჩხაანში, მათსავე ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სახლები”, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერმა.