ხაშურის მერია 5 ხიდის რეაბილიტაციას გეგმავს

236

ხაშურის მუნიციპალიტეტში 5 ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება. ხაშურსა და სურამში მდებარე ხიდების რეაბილიტაციისა და ფასადების განათებებისთვის, ხაშურის მერიას 224 383 ლარი აქვს გათვალისწინენული. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში, მოხდება ხაშურში რუსთაველის, აღმაშენებლის, ტაბიძის, თამარ მეფის ქუჩებზე არსებული ხიდების რეაბილიტაცია.

“სურამში რეაბილიტაცია ჩაუტარდება მდინარე სურამელაზე არსებულ ხიდს. სამუშაოების ფარგლებში ხიდებთან მოეწყობა დეკორატიული განათებებიც”, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები უნდა შეასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 63 დღეში.