"ქუთაისში განვიხილავთ ტექნოპარკის შექმნას, ჩვენი სურვილია, გაკეთდეს უნიკალური, ძალიან თვალსაჩინო ტექნოლოგიური პარკი, მსგავსი, როგორიც არის „სილიკონ ველი“ ამერიკაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ვიზიტის დროს. მისი თქმით, IT -სპეციალობა მსოფლიოში მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიაა და სწორედ ამ მიზნით, ქართველი ახალგაზრდები გადამზადების კურსს გაივლიან, რათა შემდგომ დასაქმდნენ ამ სფეროში. "აქტიურად განვიხილავ, რომ ქუთაისში პარლამენტის შენობასა და მის მიმდებარედ შეიქმნას ტექნოპარკი, რაც მისცემს...
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ამ ეტაპზე, ქუთაისში 12 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. ინფრატსრუქტურულ სამუშაოებს შორის არის: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, დასასვენებელი სივრცეების მოწყობა, 100 საფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია და სხვა. ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა დავით აღმაშენებლის მოედანზე არსებული შადრევანის განახლება. პროექტის ფარგლებში შადრევნის დაზიანებული მოზაიკური ნაწილი მოპირკეთება, შეიცვალა განათების და წყლის მიწოდების სისტემა, შადრევნის მონუმენტურ ნაწილს- ქანდაკებებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია....
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, - ამის შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გააჟღერა. მისი თქმით, ბიბლიოთეკის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, მოეწყობა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საცავები. პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდება და  პროექტირების სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება. ცნობისთვის, ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა ამ დროისთვის ავარიულ შენობაშია.
დღეიდან პირბადის გამოყენება სავალდებულო მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღაარიბაშვილმა მთავრობის სახდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, დღეიდან ყველა სხვა რეგულაცია იხსნება. „ჩვენ გვქონდა მსჯელობა, ზურაბ აზარაშვილი შეხვდა ჯანდაცვის ექსპერტებს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დღეიდან პირბადის სავალდებულო გამოყენება იქნება მხოლოდ დატოვებული სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ასე, რომ დღეიდან ყველა სხვა რეგულაცია მოიხსნება. ძალიან სტაბილური სურათი გვაქვს....
რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, გაბაშვილის №8 შენობის კედლის გამაგრება, ძველი ანძების ფუნდამენტის დემონტაჟი და ახალი ფუნდამენტის ჩასხმა, ასევე, ზედა სადგურის ტერიტორიაზე ქვაბულის გაჭრის სამუშაოები ხორციელდება. მიმდინარე პროცესს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამშენებლო-არქიტექტურული ნაწილი საბაგირო ხაზის ქვედა და ზედა სადგურის სრულ რეაბილიტაციას და ხუთი ახალი...
ქარელის ანტირაბიულ კაბინეტს 2021 წელს ცხოველისგან დაკბენილმა 617-მა პაციენტმა მიმართა, – ამბობს ქარელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ირინა ფარეხელაშვილი. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.  მისი თქმით, ყველაზე ხშირად მოქალაქეები ძაღლის ნაკბების გამო მიმართავდნენ. “ამ 617 პაციენტიდან, 496 იყო ძაღლის მიერ დაკბენილი, თუმცა მათგან მხოლოდ 10% იყო მიუსაფარი. გაცილებით ხშირია, როცა ძაღლები საკუთარ პატრონს კბენენ”, – განმარტავს ფარეხელაშვილი.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კასპის წყალში ნაწლავის ჩხირი აღმოაჩინა და ფაქტის შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობას აცნობა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. “2022 წლის პირველ კვარტალში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში შემოწმდა კორპუსების ეზოსა და ღვთისმშობლის ეკლესიასთან არსებული საერთო მოხმარების ონკანები. სინჯების აღების შედეგად სასმელ წყალში აღმოჩენილი იქნა კოლიფორმების (ნაწლავის ჩხირი) დაუშვებელი რაოდენობა. აღნიშნულის შესახებ ეცნობა ადგილობრივ თვითმმართველობას და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები”, – განაცხადეს სურსათის ეროვნულ...
გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის პროექტი 2022 -2025 წლებზეა გათვლილი და მის საბოლოო ფორმაზე მუშაობა ისევ გრძელდება. ამ დროისთვის საბჭოს წევრები 6 მიმართულებას განიხილავენ, რომელზეც სამომავლოდ იმუშავებენ. ინფორმაციას რადიო მზოაიკა ავრცელებს. საკითხები, რომელზეც გენდერული თანასწორობის საბჭო იმუშავებს:  • ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; • ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა; • ქალთა ეკონომიკური გაძლიერება; • ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება; • თანამშრომლობა და კოორდინაცია; • გენდერული...
რუსთავში, ცურტაველის მოედანზე, გმირთა მემორიალის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, სკვერში საფეხმავლო ბილიკები, ველობილიკი, გამწვანება და სარწყავი სისტემა მოეწყობა. ასევე, განთავსდება დასასვენებელი სკამები. რეკრეაციული სივრცე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. "რუსთავში დავიწყეთ კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია, ადგილის, სადაც გმირთა მემორიალებია განთავსებული. პროექტის ღირებულება მილიონ სამასი ათას ლარზე მეტია. მე დარწმუნებული ვარ, უახლოეს...
ხაშურში მთავარი სტადიონის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, ის ყველა საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. “ხაშურის საფეხბურთო სტადიონის გახსნა მაისის თვეშია დაგეგმილი.ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი”, – განაცხადა კობიაშვილმა. არსებული ინფორმაციით, პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება, დაახლოებით, 6.1 მილიონი ლარია. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსებულია ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, სპორტული განათებით და სარწყავი სისტემით. მოედანი...
ქალაქ თელავში მოსახლეობა მიუსაფარი ძაღლების სიმრავლეზე ჩივის. ისინი აცხადებენ, რომ ქუჩაში მცხოვრები ცხოველები აგრესიით გამოირჩევიან და თითქმის ყოველდღიურად ფიქსირდება მათ მიერ ადამიანის დაკბენის ფაქტები. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. თელავში მცხოვრები თამარ მოდებაძე ერთ-ერთია, იმ ადგილობრივებს შორის, რომელიც მიუსაფარი და აგრესიული ცხოველების შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს. მისი თქმით, აღნიშნული პრობლემების მოგვარებისთვის შესაბამის სამსახურსაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ. "მიუსაფარი ძაღლების სიმრავლე მაწუხებს ერთ, როგორც...
ოზურგეთის მუნციიპალიტეტის საკრებულოს სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა რომ, მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში "ალტინფოს" წევრები არიან დასაქმებულები, რასაც საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ასევე, დაპირისპირების მიზეზი გახდა ოზურგეთის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაცის საკითხიც. „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თათია ნიკოლაიშვილმა რეორგანიზაციის საკითხი გააპროტესტა. მისი თქმით, პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანების გათავისუფლება. საკრებულოს სხდომაზე მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება მოგვიანებით ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ამ წუთებში საკრებულოს სხდომაზე შესვენებაა...
"გავაგზავნეთ წერილი, აქვთ გონივრული ვადა ყველა იმ დარღვევის გამოსწორებისთვის, რომელიც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული და არღვევენ",- ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კითხვა ეხებოდა, რას აკეთებს რუსთავის მერია, როდესაც რუსთავი-თბილისის მიმართულებით და პირიქით გადაადგილებისთვის მგზავრებს პიკის საათებში კვლავ ნახევარ საათიანი და ზოგჯერ უფრო მეტ ხნიანი ლოდინი უწევთ, ასევე სატრანსპორტო საშუალებების უმეტესობაში კვლავ გამოიყენებენ ე.წ....
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის "ბოლო ზართან" დაკავშირებული გასართობი ღონისძიების ორგანიზებისთვის, მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 44 480 ლარია. ტენდერის პირობების მიხედვით, უნდა ჩატარდეს 4-5 წევრისაგან შემდგარი, ცნობადი, არანაკლებ 4 სტუდიური ალბომის მქონე, ინსტრუმენტალური ბენდის კონცერტი. ამასთან, გამარჯვებულმა კომპანიამ ღონისძიება საჭირო აპარატურითა და სასცენო განათებით უნდა უზრუნველყოს. "ბოლო ზარის" კონცერტზე მერია ფერების შოუს მოწყობასაც გეგმავს. გათვალისწინებულია სადღესასწაულო ფოიერვერკების...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქვემო ქართლში, ჯამში, 70 მილიონი ლარის ღირებულების 14 პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებში 85 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია მოხდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აქტიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის 16 კმ-იან მონაკვეთზე. სარეაბილიტაციო მონაკვეთი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში მდებარეობს. გზა გადის სოფელ წინწყაროში და უერთდება კოდა-ფარცხისის საავტომობილო გზას. პროექტის ღირებულება 8.7...
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში ახალაბასთუმნის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რეაბილიტირდება 4 კილომეტრამდე გზა. მნიშვნელოვანია, რომ გზასთან ერთად ეწყობა სანიაღვრე სისტემა, ეზოებში შესასვლელები. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტია. გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. აქამდე არსებული გზა ამორტიზებული იყო და მოსახლეობას გადაადგილების...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ