რა მიმართულებებით იმუშავებს გორის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭო

481

გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის პროექტი 2022 -2025 წლებზეა გათვლილი და მის საბოლოო ფორმაზე მუშაობა ისევ გრძელდება. ამ დროისთვის საბჭოს წევრები 6 მიმართულებას განიხილავენ, რომელზეც სამომავლოდ იმუშავებენ. ინფორმაციას რადიო მზოაიკა ავრცელებს.

საკითხები, რომელზეც გენდერული თანასწორობის საბჭო იმუშავებს: 

• ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

• ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა;

• ქალთა ეკონომიკური გაძლიერება;

• ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება;

• თანამშრომლობა და კოორდინაცია;

• გენდერული თანასწორობის გეგმის მონიტორინგი და ანგარიშგება.

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის პროექტზე მუშაობა მომავალ კვირაში დასრულდება.