რუსთავის მერი: კომპანია “ინტერტრანსს” დარღვევების გამოსასწორებლად გონივრული ვადა მივეცით

601

“გავაგზავნეთ წერილი, აქვთ გონივრული ვადა ყველა იმ დარღვევის გამოსწორებისთვის, რომელიც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული და არღვევენ”,- ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვა ეხებოდა, რას აკეთებს რუსთავის მერია, როდესაც რუსთავი-თბილისის მიმართულებით და პირიქით გადაადგილებისთვის მგზავრებს პიკის საათებში კვლავ ნახევარ საათიანი და ზოგჯერ უფრო მეტ ხნიანი ლოდინი უწევთ, ასევე სატრანსპორტო საშუალებების უმეტესობაში კვლავ გამოიყენებენ ე.წ. გადმოსაშლელ სკამებს.

“როგორც ვთქვით, პირველივე დღეებიდან დავიწყეთ სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა კომპანიის მიმართ, დაჯარიმების სახით. გავაგზავნეთ წერილი, აქვთ გონივრული ვადა ყველა იმ დარღვევის გამოსწორებისთვის, რომელიც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული და არღვევენ. უახლოეს მომავალში კიდევ გვექნება შეხვედრები და პროცესი, კანონი და ხელშეკრულება როგორც მოითხოვს ამას გავყვებით ბოლომდე.

ჩემი ინტერესია, რომ რაც შეიძლება სწრაფად, როგორც ინტერტრანსის ასევე სხვა საშუალებებით შეძლონ რუსთაველებმა თბილისამდე გადაადგილება”,- განაცხადა ლაცაბიძემ.