2 100 მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონი ხაშურში მაისში გაიხსნება

448

ხაშურში მთავარი სტადიონის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, ის ყველა საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“ხაშურის საფეხბურთო სტადიონის გახსნა მაისის თვეშია დაგეგმილი.ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი”, – განაცხადა კობიაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება, დაახლოებით, 6.1 მილიონი ლარია.

სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსებულია ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, სპორტული განათებით და სარწყავი სისტემით. მოედანი გათვლილია 2 100 მაყურებელზე.

“პროექტის განხორციელება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა ხაშურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო სუხიაშვილმა.