ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ წვერის გზის სარეაბილიტაციო სამუსოების გასაგრძელებლად ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 511 780 ლარია.
“საპროექტო გზების დღევანდელი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. აქ არსებული საფარი ადგილობრივი გრუნტებითაა წარმოდგენილი. პერიოდულად მოხრეშილია, რომელიც ძლიერ დაზიანებულია. სავალ ნაწილზე შეიმჩნევა დიდი ზომის ორმოები, დარღვეულია გზიდან წყალარინების სისტემა, ხოლო ზოგიერთ მონაკვეთზე საერთოდ არ არსებობს”, – აღნიშნულია სარეაბილიტაციო პროექტში.
ცნობისთვის, სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 919 მეტრს შეადგენს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ მონაწილეობითი ბიუჯეტი დაამტკიცა. მერიის ცნობით, სამოქალაქო ბიუჯეტის პროცესი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.
“2022 წლისთვის მერიამ პრიორიტეტად შეარჩია ინფრასტრუქტურა შესაბამისად, იდეის შემოტანა შეიძლება ინფრასტრუქტურულ თემაზე. ამ ეტაპზე კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვს სურამში, ქვიშხეთში, ან ცხრამუხაში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელსაც კენჭისყრის მომენტისთვის შეუსრულდა 18 წელი”, – განმარტავენ მერიაში.
შეგახსენებთ, რომ სურამში, ქვიშხეთში ან ცხრამუხაში მაცხოვრებლებს მერიის მიერ განსაზღვრულ თემატიკაზე საპროექტო იდეების...
"ნაცმოძრაობამ" პროტესტის ნიშნად გორის საკრებულოს სხდომა დატოვა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარის, ბექა ქორჩილავას განცხადებით ისინი სხდომაზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მისვლას ელოდნენ, რადგან მასთან კითხვები ჰქონდათ.
“მოლოდინი გვქონდა, რომ გორის მერი მოვიდოდა სხდომაზე, ბოლო დროს გახამაურებული საქმეებზე, როგორიცაა ბიტკოინების საქმე და ბიუჯეტის ფლანგვასთან დაკავშირებული საქმე, რომელიც “ქართულმა ოცნებამ”, მხოლოდ ბუღალტერს დააბრალა. გარდა ამისა გვაქვს ძალიან ბევრი კითხვა გორის მერთან,...
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ 2 ახალი ავტომობილი იყიდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 36 400 ლარი დაიხარჯა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მერიის ცნობით, მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა, თუმცა ავტომობილების მიწოდება ჯერ არ მომხდარა.
“ხელშეკრუკება გაფორმებულია, მაგრამ ავტომობილების მოწოდება ჯერ არ მომხდარა. ჯერ ვადა აქვთ”, – განმარტა ნინო სუხიაშვილმა, ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა.
როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ხაშურის მერიას 4 ავტომობილი ემსახურება, რომლებიც ხაშურის მერიამ სახვადასხვა...
ქარელის მუნიციპალიტეტის მერია 2 207 291 ლარს 3 სოფელში სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგებისთვის დახარჯავს. სასმელი წყლის სისტემა სოფელ ზემო ხვედურეთში, საღოლაშენში და თამარაშენში მოეწყობა.
“მიმდინარეობს 3 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი. საქართველოში განხორციელებული პროექტების ფონდიდან და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.”, – ახადებენ მერიაში.
მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულება, რომელსაც შპს” თექ ჰაივეი” აწარმოებს, 2022 წელს იგეგმება.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, ადმინისტრაციული დარღვევის 7 ფაქტი გამოავლინა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ინფორმაციას ამის შესახებ ხაშურის საკრებულოს დადგენილებაში ვეცნობით. დოკუმენტის მიხედვით, სამი ობიექტი დაჯარიმდა კანონით გათვალისწინებული ფულადი თანხით.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენილია 7 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გადაგზავნილია სასამართლოში განსახილველად, აქედან მოსამართლის გადაწყვეტილებით 2 სამართალდარღვევაზე შეწყდა საქმიანობა, ორმა მიიღო გაფრთხილება, ხოლო სამი დაჯარიმდა კანონით გათვალისწინებული ფულადი სანქციით”, – წერია...
დაბა ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. 75 873 კვადრატულ მეტრზე განთავსებული პარკის მოსაწყობად 10 544 832 ლარია გათვალისწინებული.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტს საფუძვლად უდევს „საოჯახო პარკის“ კონცეფცია, რომელიც გულისხმობს საფეხმავლო გზების, საბავშვო მოედნების, ტურისტულ ზონებისა და საპიკნიკე ადგილების მოწყობას. პარკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრაქციაა საფეხმავლო რამპა, რომელიც ჰაერში იქნება აწეული და საყრდენებზე განთავსდება.
ტერიტორიაზე მოეწყობა მცირე ზომის კაფე, არსებული ფეხბურთის სტადიონისა და ჰოკეის...
ახალციხის საკრებულოს დეპუტატს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, სამსონ ბალიაშვილს, რაბათის დასახლებაში კაცის ცემისთვის, სასამართლომ 5 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. დეპუტატი ბრალს აღიარებს, მასთან საპროცესო გაფორმდა. დაპირისპირება სავარაუდოდ არჩევნების დღეს 2021 წლის 2 ოქტომბერს მოხდა. აღნიშნულ საკითხზე ენმ–ს წარმომადგენელი კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ენმ–ს დეპუტატს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველ ნაწილში ედება, რაც ჯანმრთელობის...
ქარელის მუნიციპალიტეტის მერია 2 ახალი ავტომობილის ყიდვას აპირებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“მერიის ეკონომიკური განვითარების და ზედამხედველობის სამსახურებისთვის, სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად გეგმავს ორი ავტომობილის შეძენას”, – განმარტავს მერია.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე 6 ავტომობილი ირიცხება. გასულ წელს უწყებამ 9 400 ლარის ღირებულების შკოდას მარკის ავტომობილი იყიდა:
ტოიოტა პრადო – ექსპლუატაციაში შესვლის წელი 2010;
მიცუბიში – ექსპლუატაციაში შესვლის...
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია 2022 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით 953 სოციალურად დაუცველ მოქალაქეს 406 435 ლარით დაეხმარა.
აღნიშნული დახმარება მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
“მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირებს ყოველწლიურად შეუძლიათ ისარგებლონ მერიის სოციალური პროგრამით. 2022 წლის პროგრამაში დამატებულია ახალი მუხლი რომლის მიხედვითაც ამ პროგრამით ისარგებლებენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირები”, – განმარტავს მერია.
უწყების ცნობით, 2022 წლის მერიის სოციალური პროგრამის ბიუჯეტი 1 041 800 ლარით განისაზღვრა. თუმცა...
„კასპში ჰაერის შემოწმების შედეგები ყალბდება”, – ამის შესახებ, “ლეიბორისტული პარტიის” წევრი ოთარ ქოსაშვილი აცხადებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კასპში ჰაერის ხარისხი ბოლოს 2021 წლის ნოემბერში შეამოწმა. შედეგების მიხედვით, ქალაქში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ნორმაშია.
ოთარ ქოსაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული შედეგები ყალბდება, რადგან რეალურად, კასპში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ძალიან მაღალია.
“კასპში ჰაერის დაბინძურება ადვილად შესამჩნევია, რისი გამომწვევი მიზეზიც “ჰაიდელბერგცემენტი” და...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისთვის ტენდერი გამოცხადდა. გორის მერიამ აღნიშნული სამუშაოს შესასყიდად 53 820 ლარი გაითვალისწინა.
“სოფელ ზარდიანთ კარში საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად უნდა მომზადდეს დეტალური მუშა პროექტი, რათა შემდგომში ხარისხიანად და გეგმაზომიერად განხორციელდეს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები”, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
საპროექტო მომსახურების დასრულების შემდეგ, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 28 საცხოვრებელ სახლს.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ მომსახურების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან...
გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძრის დასავლეთ მკლავსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის აღმოსაფხვრელად, ტაძრის სახურავის ამ არეალში 2020 წელს მოწყობილი დამცავი დროებითი ლითონის საფარისა და 2008 წლის პროექტის მიხედვით ხარვეზებით დაგებული მოჭიქული კრამიტის სახურავის მოხსნა და ახალი დროებით გადახურვის მოწყობა იგეგმებ, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ყველა აუცილებელი სამუშაო 13 მაისიდან დაიწყება და...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და World Travel Awards-ის ვიცეპრეზიდენტმა სიონ რაპსონმა, ლონდონში ხელი მოაწერეს შეთანხმებას მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ბათუმში გამართვასთან დაკავშირებით.
დაჯილდოების ცერემონიალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები, ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
2023 წელს ბათუმში, მსოფლიო მასშტაბის ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, სასტუმროები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები დაჯილდოვდებიან.
„დღეს ლონდონში ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან...
თელავის მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნების მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ქალაქ თელავსა და სოფელ რუისპირში ახალი, ხელოვნურსაფარიანი მინიმოედნების მშენებლობა დასრულდა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ხელოვნურსაფარიანი მინიმოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მუნიციპალური ბიუჯეტიდან 302 120 ლარი დაიხარჯა.
"ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდებში სპორტისადმი ინტერესის გაძლიერება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა. ამ მოედანზე შეკრებილ ბავშვებს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში დავპირდი სტადიონის მოწყობას და პირობა...
ავტორი: მაგდა პოპიაშვილი
ბათუმის საკრებულოში ძლივს მოპოვებული უმრავლესობა 1 თვეში ხელში რომ არ ჩააკვდეს და ხელახალი არჩევნებისგან თავი რომ დაიძვრინოს, "ქართულმა ოცნებამ", არცთუ ისე დიდი ფიქრის შემდეგ, "ბრძნული" გამოსავალი მონახა - საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი, ცესკოს მიერ შემაჯამებელი ოქმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-11 დღეს, საკრებულოს წევრი ავტომატურად, საკრებულოს მიერ მისი უფლებამოსილების ცნობის გარეშე გახდება. "სიბრძნე", რომელსაც კანონპროექტის სახე უკვე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































