ხაშურის მერიამ 2 ახალი ავტომობილი იყიდა

549

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ 2 ახალი ავტომობილი იყიდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 36 400 ლარი დაიხარჯა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

მერიის ცნობით, მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა, თუმცა ავტომობილების მიწოდება ჯერ არ მომხდარა.

“ხელშეკრუკება გაფორმებულია, მაგრამ ავტომობილების მოწოდება ჯერ არ მომხდარა. ჯერ ვადა აქვთ”, – განმარტა ნინო სუხიაშვილმა, ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა.

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ხაშურის მერიას 4 ავტომობილი ემსახურება, რომლებიც ხაშურის მერიამ სახვადასხვა დროს შეიძინა:

  • ავტომანქანა ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო – 2010
  • მეორადი მსუბუქი ავტომობილი RENAULT LOGAN -2014
  • ავტომანქანა ტოიოტა კოროლა 2008
  • ავტომანქანა HILUX – 2012.