ხაშურის მერიამ მონაწილეობითი ბიუჯეტი დაამტკიცა

413

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ მონაწილეობითი ბიუჯეტი დაამტკიცა. მერიის ცნობით, სამოქალაქო ბიუჯეტის პროცესი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.

“2022 წლისთვის მერიამ პრიორიტეტად შეარჩია ინფრასტრუქტურა შესაბამისად, იდეის შემოტანა შეიძლება ინფრასტრუქტურულ თემაზე. ამ ეტაპზე კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვს სურამში, ქვიშხეთში, ან ცხრამუხაში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელსაც კენჭისყრის მომენტისთვის შეუსრულდა 18 წელი”, – განმარტავენ მერიაში.

შეგახსენებთ, რომ სურამში, ქვიშხეთში ან ცხრამუხაში მაცხოვრებლებს მერიის მიერ განსაზღვრულ თემატიკაზე საპროექტო იდეების წარდგენა 5 მაისიდან შეუძლიათ.

2022 წლის სამოქალაქო ბიუჯეტისთვის 300 000 ლარია გათვალისწინებული.