თელავში 2 სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა

538

თელავის მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნების მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქალაქ თელავსა და სოფელ რუისპირში ახალი, ხელოვნურსაფარიანი მინიმოედნების მშენებლობა დასრულდა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით,  ხელოვნურსაფარიანი მინიმოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მუნიციპალური ბიუჯეტიდან 302 120 ლარი დაიხარჯა.

“ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდებში სპორტისადმი ინტერესის გაძლიერება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა. ამ მოედანზე შეკრებილ ბავშვებს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში დავპირდი სტადიონის მოწყობას და პირობა შევასრულე. ბავშვებს საფეხბურთო კლუბ ,,თელავის,, ფეხბურთელებიც შეხვდნენ და სპორტული ინვენტარიც გადავეცით. ორივე ლოკაციაზე მინი მოედნების მოწყობის სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარზე მეტი დაიხარჯა”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა.

როგორც მერიაში აცხადებენ, უახლოეს მომავალში თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში კიდევ ერთი მინი მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება.