ხაშურის მერია 953 სოციალურად დაუცველს 406 435 ლარით დაეხმარა

358

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია 2022 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით 953 სოციალურად დაუცველ მოქალაქეს 406 435 ლარით დაეხმარა.

აღნიშნული დახმარება მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

“მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირებს ყოველწლიურად შეუძლიათ ისარგებლონ მერიის სოციალური პროგრამით. 2022 წლის პროგრამაში დამატებულია ახალი მუხლი რომლის მიხედვითაც ამ პროგრამით ისარგებლებენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირები”, – განმარტავს მერია.

უწყების ცნობით,  2022 წლის მერიის სოციალური პროგრამის ბიუჯეტი 1 041 800 ლარით განისაზღვრა. თუმცა საჭიროების შემთხვევაში საკრებულოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ბიუჯეტის გაზრდაც რათა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა სოციალურად დაუცველმა ბენეფიციარმა შეძლოს ამ პროგრამით სარგებლობა.