გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისთვის ტენდერი გამოცხადდა. გორის მერიამ აღნიშნული სამუშაოს შესასყიდად 53 820 ლარი გაითვალისწინა.
“სოფელ ზარდიანთ კარში საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად უნდა მომზადდეს დეტალური მუშა პროექტი, რათა შემდგომში ხარისხიანად და გეგმაზომიერად განხორციელდეს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები”, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
საპროექტო მომსახურების დასრულების შემდეგ, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 28 საცხოვრებელ სახლს.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ მომსახურების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა უზრუნველყოს.