ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ წვერის გზის სარეაბილიტაციო სამუსოების გასაგრძელებლად ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 511 780 ლარია.
“საპროექტო გზების დღევანდელი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. აქ არსებული საფარი ადგილობრივი გრუნტებითაა წარმოდგენილი. პერიოდულად მოხრეშილია, რომელიც ძლიერ დაზიანებულია. სავალ ნაწილზე შეიმჩნევა დიდი ზომის ორმოები, დარღვეულია გზიდან წყალარინების სისტემა, ხოლო ზოგიერთ მონაკვეთზე საერთოდ არ არსებობს”, – აღნიშნულია სარეაბილიტაციო პროექტში.
ცნობისთვის, სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 919 მეტრს შეადგენს.