ქუთაისში მიმდინარე მოვლენებში აქტიურად ჩართვის მიზნით, მობილური აპლიკაცია "Kutaisi" შექმნა. აპლიკაციის გადმოწერა როგორც iOS- ის, ასევე, Android-ის მომხმარებლებისთვის სრულიად უფასოა. "აპლიკაციაში განთავსდება ინფორმაცი ჩვენს ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ, მიიღებთ მუდმივად განახლებად საინფორმაციო შეტყობინებებს იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც ქუთაისში გაიმართება. აპლიკაცია იქნება თქვენი გზამკვლევი ქუთაისსა და იმერეთში", - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში მჟავე წყლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა კოშკი-მაჩუბით, გაკეთდება ალაყაფის კარი, კეთილმოეწყობა სკვერი, ავტოსადგომი, საპირფარეშოები, ფანჩატური-მოსასვენებელი ადგილი და გამწვანდება მიმდებარე ტერიტორია. აღნიშნული პროექტი 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, რომლის ღირებულება 1 200 000 ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2022 წლის აგვისტოს თვეში იგეგმება. "საპილოტე რეგიონების პროგრამა ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა და ზოგადი ხედვა ევროკავშირის...
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ხიდების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. "გვიმბალაურის, ლესის, ქალაქის (ჩხაიძის ქუჩა), ჩოჩხათის, ჯურუყვეთის, ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულებში ხიდების რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტით 398 200 ლარით ფინანსდება. ქვიანში, მოედანსა და ბაღლეფში სარეაბილიტაციო სამუშაოები სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში ხორციელდება, რისთვისაც ჯამში 865 120 ლარი დაიხარჯება", - აცხადებენ მერიაში.
ოზურგეთში ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. "სპორტული კომპლექსი, რომელსაც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, #აქგავაკეთებთ ჩოგბურთის თანამედროვე კორტებს, სარეკრეაციო და სპორტულ - გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას მოიცავს. პროექტის დასრულების შემდგომ, სპორტის ამ სახეობაში მეტი ადამიანი ჩაერთვება, ასევე, ჩვენ შევძლებთ მაღალი დონის ტურნირებს ვუმასპინძლოთ", - აცხადებენ მერიაში. https://www.facebook.com/ozurgeti.mun.gov.ge/posts/180298090999586
ქალაქის ცენტრალური პარკი, 1 ივნისიდან სრული დატვირთვით დაიწყებს ფუნქციონირებას, - აცხადებენ ფოთის მერიაში. "პარკში ყველა ასაკის ადამიანისთვის იქნება შესაბამისი ადგილი, სადაც მათ ექნებათ დასვენების და გართობის შესაძლებლობა. დასრულდება ავტოდრომის და შადრევნის მოწყობის სამუშაოები. ასევე გასართობ სივრცეს დაემატება მაგიდის ჩოგბურთი. მიმდინარეობს მწვანე საფარის განახლება და დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ყვავილები", - განმარტავენ მერიაში. მათივე ინფორმაციით, საბავშვო ატრაქციონები, ორშაბათის გარდა, ყოველდღე მოემსახურება სტუმრებს. გარდა ამისა,...
გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში "განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტების ჯამური ღირებულება 15 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება ცენტრალურ მოედანს, ცენტრალურ პარკს და საავტომობილო მაგისტრალიდან ლანჩხუთში შესასვლელი კვანძის მიმდებარე ტერიტორიას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს კულტურისა და დასვენების პარკის სრული რეაბილიტაცია, მასშტაბური პროექტი მოიცავს პარკში ველობილიკების, სკეიდმოედნის მოწყობას, საბავშვო ატრაქციონების განახლებას, სპორტული და რეკრეაციული სივრცეების შექმნას....
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 18 და 23 მაისს ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. კერძოდ, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 18 მაისის 08:00 სთ-დან 21 მაისის 08:00 სთ-მდე, გვირაბის ქობულეთი-ბათუმის, ხოლო 23 მაისის 08:00 სთ-დან 25 მაისის 08:00სთ-მდე, გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
ავტორი: რუსა მაჩაიძე პარლამენტი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებებს კიდევ უფრო ამცირებს და ისეთი საკითხიც კი, როგრიც საკრებულოს ზოგიერთი წევრის უფლებამოსილების ცნობაა, მისი საქმე აღარ იქნება. კონკრეტულად, საუბარია საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობაზე. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ეს უფლება მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით კი, შუალედური არჩევნების გზით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების ცნობისთვის საკრებულოს არავინ აღარაფერს შეეკითხება და გამარჯვებული კანდიდატი,...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა მერიის თანამშრომლების მიერ საწვავის მოხმარების კონტროლს ამკაცრებს. 14 მაისს გამართულ მარნეულის მუნიციპალიტეტის ასკრებულოს სხდომაზე მარნეულის მერიის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019-2020 წლების დაკვნასა და გაცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით იმსჯელეს. აუდიტის დასკვინის მიხედვით, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებამ 2019-20 წლებში 8 800 ლიტრი საწვავი შვებულებების დროს მუნიციპალიტეტის ხარჯზე ჩაასხეს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. „წარმოდგენილი მონაცემების შესწავლის შედეგად, ასევე, გამოვლინდა გარემოებები, როდესაც ავტომობილებში...
2019-20 წლებში სახელმწიფო აუდიტის მიერ მარნეულის მერიის შესაბამისობის ანგარიშში მოყვანილ დარღვევებთან და რეკომენდაციებთან დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იმსჯელეს და იმ ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს, რომელიც მერიამ სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაციებით განახორციელა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. სახელმწიფო აუდიტის დასკვნა ეხებოდა მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყლის ხარისხის პრობლემებსაც. მარნეულის მუნიციპალიტეტის შპს „მარნეულის სოფწყალმა“ 2019-20 წლებში შპს „რუსთავწყლისაგან“ 593 600 ლარის ღირებულების წყალი შეისყიდა, რომლის 80%-იც, დაზიანებული...
განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2) ზღვრული მაჩვენებლის შეცვლის მიზნით გასაცემი მოსაკრებლის გადახდის ვადა 2025 წლის 1 იანვრამდე გადაიწევს, ნაცვლად მოქმედი კანონმდებლობით განსზღვრული 2020 წლის 1 იანვრისა. ამას ითვალისწინებს „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომელზეც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტის კომიტეტმა მეორე მოსმენით იმსჯელა. პარლამენტის წევრმა ბექა დავითულიანმა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ ეს იქნება ერთგვარი ხელშეწყობა მოსაკრებლის გადამხდელებისთვის, რომლებმაც ისარგებლეს მოქმედ...
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 17 მაისიდან მატარებლების მოძრაობის განრიგი იცვლება. ახალი განრიგები იხილეთ ცხრილებში:
ავტორი: ეკატერინე ბასილაია "დღეს ახალგაზრდები მხოლოდ წიგნისთვის ბიბლიოთეკაში ნაკლებად მივლენ. ახალგაზრდები ბიბლიოთეკას უნდა ხედავდნენ ადგილად, სადაც შეუძლიათ, მეგობრებთან ერთად საკუთარი ინიციატივები განავითარონ, იმუშაონ პროექტებზე, საფუძველი ჩაუყარონ იმას, რაც შემდგომ საკუთარი სოფლის, დაბისა თუ ქალაქის განვითარებას წაადგება. ბიბლიოთეკაში მისვლის ბევრი მიზეზი არსებობს, შესაძლოა, მიდიოდეს მოხალისეობრივი თვალსაზრისით, რომ სხვას გაუზიაროს თავისი ცოდნა. მაგალითად, ასწავლოს კომპიუტერის, ინტერნეტის მოხმარება, ჩაატაროს ტრენინგი, ორგანიზება გაუწიოს სხვადასხვა...
გურჯაანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე დასასვენებელი ზონები, ბავშვთა ატრაქციონები, საზაფხულო კინოთეატრი და ამფითეატრი მოეწყო. ასევე, აშენდა სპორტული მოედანი. პარკში განახლდა მწვანე საფარი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები. გარდა ამისა, პარკი დაიყო სხვადასხვა ტიპის სპორტული და კულტურული დანიშნულების სივრცეებად. გურჯაანის პარკის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პარკის რეაბილიტაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის 3.8 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
“ხაშურში, საავტომობილო და ქვეითთა ნაკადების გაზრდამ დღის წესრიგში დააყენა საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილების საკითხი”, – აღნიშნულ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. “მერიის გადაწყვეტილებით, შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტების მიერ საკითხის საფუძვლიანი შესწავლის შედეგად, გადაწყდა, რუსთაველის და მიმდებარე სააკაძის ქუჩის გაცალმხრივება. ასევე, ლომოურის და 26 მაისის ქუჩების ნაწილობრივი გაცალმხრივება”, – განმარტავს მერია. უწყების ინფორმაციით, შეიცვლება სააკაძისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე...
მოსახლეობა ხაშურში რუსთაველის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს. აღნიშნულ ქუჩაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც 13 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. რუსთაველის ქუჩაზე ხაშურში ორი საჯარო სკოლა მდებარეობს. მოსახლეობა სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე სიჩქარის შემზღუდველის ე.წ მწოლიარე პოლიციელის დამონტაჟებას ითხოვს. “ამ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად, არ არსებობს. არ არის გამოყოფილი ტროტუარი სამანქანო გზისგან, რუსთაველზე 2 საჯარო სკოლაა და არცერთი სიჩქარის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ