ოზურგეთში ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

446

ოზურგეთში ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა.

“სპორტული კომპლექსი, რომელსაც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, #აქგავაკეთებთ ჩოგბურთის თანამედროვე კორტებს, სარეკრეაციო და სპორტულ – გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას მოიცავს.

პროექტის დასრულების შემდგომ, სპორტის ამ სახეობაში მეტი ადამიანი ჩაერთვება, ასევე, ჩვენ შევძლებთ მაღალი დონის ტურნირებს ვუმასპინძლოთ”, – აცხადებენ მერიაში.