ბათუმში მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები ესწრებოდნენ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
პროექტი მრავალწლიანია, რომლის განხორციელების შემდეგაც, ბათუმი ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბაღების მქონე პირველი ქალაქი იქნება საქართველოში.
მერიის ინფორმაციით, 4 წლის განმავლობაში, 20-მდე მუნიციპალურ საბავშვო ბაღში, ეტაპობრივად განხორციელდება ენერგოეფექტური ღონისძიებები.
საწყის ეტაპზე სამუშაოები 4 საბავშვო ბაღში დაიწყება. მერიის ინფორმაციით, უკვე დასრულდა განაცხადების მიღება საერთაშორისო ტენდერში.
პროექტი გერმანიასა და...
ქარელში ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების მწარმოებელი კომპანია შპს “არილის” კუთვნილი ლითონის სამაგრ-ჩამკეტები მოიპარეს. პოლიციის მიერ დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირების შემდეგ, საქმემ ხაშურის რაიონულ სასამართლოში გადაინაცვლა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა და დაზარალებული მხარის წარმომადგენლის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, პირის ამოცნობის ოქმით, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით”, – განმარტავს სასამართლო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულებს დანიშნული...
თელავში მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის ანგარიში წარადგინეს.
განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თენგიზ მთვარელიშვილმა.
შეხვედრა ორგანიზებული იყო ორგანიზაციის "აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” მიერ, რომლის მიზანსაც მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
შეხვედრისას დამსწრეებს მიეცათ საშუალება გაეცნოთ თავისი ინიციატივები გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის. მათ ასევე ისაუბრეს სხვადასხვა კუთხით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე.
შეხვედრის ბოლოს თელავის საკრებულოსა და ორგანიზაციას...
გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Forbes საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას ავრცელებს. გამოცემის ჟურნალისტი ბრეანა ვილსონი კახეთის ტურისტულ პოტენციალს აღწერს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, Forbes-ის ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმოგზაურა.
„თუ ღვინის მოყვარული ხართ და საქართველო თქვენს სამოგზაურო სიაში ჯერ კიდევ არ არის, გეტყვით რომ დაგიშავებიათ, მაგრამ საბედნიეროდ გვიანი არ არის აზრი შეიცვალოთ, რადგან ქართული...
საგარეჯოს სოფლების: თოხლიაურის, დიდი ჩაილურისა და პატარა ჩაილურის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ სოფლებში არსებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა განახლებას საჭიროებს.
პროექტით გათვალისწინებულია წყალმომარაგების ახალი ქსელის, სათავე ნაგებობის, რეზერვუარის, მაგისტრალური მილებისა და ჭაბურღილის მოწყობა. გარდა ამისა, რეაბილიტირდება წყლის არსებული სათავე ნაგებობები, სატუმბო სადგური და ჭაბურღილი.
სამუშაოების შედეგად, 3 სოფლის მოსახლეობა უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით...
“ქარელში პრაქტიკულად დაზიანებული და აღსადგენია ქუჩების სახელწოდებები და შენობების სანომრე აბრები”, – აღნიშნული პრობლემის მოგვარების თხოვნით საკრებულოს მოხსენებით მიმართა ოპოზიციური პარტიის “საქართველოსთვის” წევრმა ვასილ ბაქრაძემ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“მნიშვნელოვანია ეს პრობლემა მოგვარდეს უმოკლეს ვადებში, როგორც ტურისტისთვის, ასევე ჩამოსული სტუმრებისათვის, რადგან უნდა იცოდნენ კონკრეტული მისამართები და კონკრეტული ნომრები იმისთვის, რომ ხელი არ შეეშალოთ გადაადგილებაში და არ შეექმნათ დისკომფორტი”, – აცხადებს ბაქრაძე.
საკრებულოს...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატებმა საგზაო უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სხდომას საკრებულოს დეპუტატები, მერის პირველი მოადგილე და გორის საპატრულო პოლიციის სამსახურის უფროსი გიორგი მესხი, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი ელდარ აბდალაძე ესწრებოდნენ.
საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის თქმით, კომისიაზე საუბარი იყო საგზაო უსაფრთხოების მოწესრიგებაზე,...
გორის მერიის ტრანსპორტის სააგენტოში მუნიციპალური ტრანსპორტის საინფორმაციო დაფებზე მარშრუტების არევის შესახებ განმარტება გააკეთეს.
“ტექნიკური ხარვეზია და ვმუშაობთ ჩვენს კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად, პრობლემის უმოკლეს პერიოდში მოგვარებაზე”, – ამბობენ ტრანსპორტის სააგენტოში.
შეგახსენებთ, რომ მოსაცდელებთან დამონტაჟებული საინფორმაციო დაფები ქუთაისის და სხვა ქალაქების ავტობუსების განრიგს აჩვენებს.
ნაგვის ურნების პრობლემასთან დაკავშირებით, პარტიის “საქართველოსთვის” წევრმა ვასილ ბაქრაძემ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოხსენებით მიმართა. ბაქრაძის თქმით, ურნების ნაკლებობა ქალაქში ეკოლოგიური პრობლემების გამძაფრებას იწვევს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“მცირე ზომის ურნების არ ქონა ქმნის ეკოლოგიურ პრობლემებს და დისკომფორტს უქმნის, როგორც ქალაქის მოსახლეობას, ასევე ჩამოსულ სტუმრებს და საჭიროებს დროულად რეაგირებას”, – აცხადებს ბაქრაძე.
ბაქრაძის განცხადებას უპასუხა საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ. იური ქობესაშვილის განცხადებით,...
დიდი ზომის პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის მიზნით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, საოჯახო ტიპის სახლები გადასცა.
სახლების გადაცემის ოფიციალურ ცერემონიალს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა დაესწრნენ. მცირე ზომის საოჯახო სახლებში დუშეთისა და მარტყოფის დიდ პანსიონატებში მცხოვრები ბენეფიციართა ნაწილი გადავა.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა მცირე საოჯახო ტიპის სახლები...
მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელის შექმნის პროცესში, ქუთაისის მუნიციპალიტეტი მუშაობას აგრძელებს იმისთვის, რომ „სმარტ-ეკო ქალაქი “გახდეს.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში.
მორიგი ეტაპის დასრულების შემაჯამებელ ონლაინ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილეები იუზა უგულავა და ირაკლი ქარქაშაძე, ქუთაისის მხრიდან შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები, UNDP-ის სტამბულის ჰაბის ინოვაციების გუნდის...
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გიგა გიგაშვილის განცხადებით, იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა, დასრულების ვადებზე ვერ ისაუბრებს. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
მერიის წარმომადგენელი ჟურნალისტებთან განმარტავს, რომ ვადებთან დაკავშირებით პასუხისმგებელი თბილისის მერია ვერ იქნება, რადგან სამშენებლო სამუშაოებში ქალაქის მთავრობა ჩართული არ არის - “ვადებთან დაკავშირებით პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების პროცესში ჩართულები არ ვართ".
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე - მშენებლობის...
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2022-2023 წლის სექტემბრიდან, მოსწავლეებში ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ჭადრაკი ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სავალდებულო საგნად ემატება.
ამჟამად, განათლების სამინისტრო ჭადრაკის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობით მოსამზადებელი სამუშაოებს ახორციელებს, რათა მასწავლებლების ტრენინგების და სასწავლო რესურსების ორგანიზება მოხდეს.
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, “ჭადრაკი მოსწავლეთა მრავალმხრივ უნარებს აუმჯობესებს, როგორებიცაა: ყურადღება, კონცენტრირება, მეხსიერება, ანალიზი,...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგებას ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი ეკალ-ბარდებისა და დანალექი გრუნტისაგან იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, მუნიციპალიტეტში 700 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.
აღდგენილი საირიგაციო სისტემით 8 სოფლის (ტბისი,...
ეკონომიკის სამინისტრო ადგილობრივ ინვესტორებს წყალტუბოს განვითარების გეგმას უახლოეს პერიოდში წარუდგენს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ წყალტუბოში ინვესტირების თვალსაზრისით დიდი დაინტერესებაა როგორც ქართული, ისე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან.
"ჩვენ გვინდა კურორტის განვითარება მაღალი ხარისხის მომსახურების მიღების შესაძლებლობის გზით. იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო, აუცილებელი იყო, რომ ის ძირითადი მიზიდულობა, რაც წყალტუბოს აქვს, რამდენიმესთან ერთად, ეს არის უნიკალური...
“ამ ეტაპზე, არც სამედიცინო დაწესებულებებში და არც საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის მოხსნის საკითხი არ განიხილება, რადგან ამ ადგილებში ვირუსის გავრცელების რისკი მაინც დიდია,” - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
მისივე თქმით, მიმდინარე თვეში და ასევე, ივნისის პირველ ნახევარში covid-სტატისტიკაზე დაკვირვების შედეგად, შესაძლოა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმებაზე იყოს საუბარი, მაგრამ არა – სამედიცინო დაწესებულებებში.
“პირბადე პანდემიასთან...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































