თელავში მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის ანგარიში წარადგინეს

408

თელავში მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის ანგარიში წარადგინეს.

განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თენგიზ მთვარელიშვილმა.

შეხვედრა ორგანიზებული იყო ორგანიზაციის “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” მიერ, რომლის მიზანსაც მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

შეხვედრისას დამსწრეებს მიეცათ საშუალება გაეცნოთ თავისი ინიციატივები გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის. მათ ასევე ისაუბრეს სხვადასხვა კუთხით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე.

შეხვედრის ბოლოს თელავის საკრებულოსა და ორგანიზაციას “აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.