ბათუმში მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები ესწრებოდნენ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
პროექტი მრავალწლიანია, რომლის განხორციელების შემდეგაც, ბათუმი ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბაღების მქონე პირველი ქალაქი იქნება საქართველოში.
მერიის ინფორმაციით, 4 წლის განმავლობაში, 20-მდე მუნიციპალურ საბავშვო ბაღში, ეტაპობრივად განხორციელდება ენერგოეფექტური ღონისძიებები.
საწყის ეტაპზე სამუშაოები 4 საბავშვო ბაღში დაიწყება. მერიის ინფორმაციით, უკვე დასრულდა განაცხადების მიღება საერთაშორისო ტენდერში.
პროექტი გერმანიასა და საქართველოს შორის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება, გრანტის სახით დაფინანსება 7 მილიონ ნახევარი ევროა.