გორის მერიის ტრანსპორტის სააგენტოში მუნიციპალური ტრანსპორტის საინფორმაციო დაფებზე მარშრუტების არევის შესახებ განმარტება გააკეთეს.
“ტექნიკური ხარვეზია და ვმუშაობთ ჩვენს კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად, პრობლემის უმოკლეს პერიოდში მოგვარებაზე”, – ამბობენ ტრანსპორტის სააგენტოში.
შეგახსენებთ, რომ მოსაცდელებთან დამონტაჟებული საინფორმაციო დაფები ქუთაისის და სხვა ქალაქების ავტობუსების განრიგს აჩვენებს.