საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის, დავით ნარმანიას განცხადებით, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არ არის.
როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ტარიფის მატების საფუძველი ამ ეტაპზე კომისიას არ აქვს.
„მარეგულირებელ კომისიას დადგენილი აქვს როგორ ელექტროენერგიის, ასევე, ბუნებრივი გაზის ტარიფები. ამ ეტაპისთვის რაიმე სახის მოცემულობა არ გვაქვს, რომელიც იქნებოდა საფუძველი იმისა, რომ ტარიფები გაგვეზარდა. ამდენად, როგორც ბუნებრივი...
წინა სტატია
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 17 ივნისს, საღამოს საათებში, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება.
მისივე თქმით, აღნიშნულის გამო ვარაზის ხევსა და კოსტავას ქუჩებზე სატრანსპორტო გადაადგილება ორმხრივად იქნება შესაძლებელი.
„თქვენ იცით, რომ ახალი მოძრაობის წესებთან დაკავშირებით, ვარაზის ხევი, კოსტავას ქუჩა ორმხრივი იქნება. ამასთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია ვიდეორგოლები ტრიალებს, როგორც ტელევიზიით ასევე, სოცმედიაში.
მელიქიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაცია-განახლების ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდება...
ისნის რაიონში, ავლაბრის მოედნისა და მეტროსადგურ "ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და განახლება იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ კედელს, ასევე, ავლაბრისა და ერევნის სკვერებს.
„ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის პარალელურად, ავლაბრის მოედნისა და მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდება. მოეწყობა საფეხმავლო სივრცე და გზაგამყოფი კუნძულები,...
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახეთისა და ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩებზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მერის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მეტროს მიმდებარე ტერიტორია სრულად რეაბილიტირდა - მოეწყო სანიაღვრე ქსელი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა LED სანათებით, საჰაერო ქსელები მიწის ქვეშ განთავსდა და სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, გაფართოვდა და მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და სატრანსპორტო კუნძულები. სავალი...
გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში "საზაფხულო სკოლა“ იხსნება. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სკოლაში სწავლა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 8-დან 11 წლამდე ასაკის მოზარდებს შეეძლებათ.
"საზაფხულო სკოლაში გასართობ-შემეცნებითი პროცესი 20 ივნისიდან 30 ივნისამდე გაგრძელდება.
პროექტის მიზანია მოზარდებისათვის ძირითადი უნარ-ჩვევების გამომუშავება, ლოგიკური აზროვნების, საკომუნიკაციო ჩვევების ჩამოყალიბება და ინტელექტუალური უნარების განვითარების ხელშეწყობა.
პროცესი მოიცავს შემეცნებით და გასართობ აქტივობებს, წიგნებთან და კომპიუტერთან საპრეზენტაციო უნარების გამომუშავებას. სკოლის ჯგუფი...
რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ ბოლო პერიოდში, რუსთავის სასმელი წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე, სამსახურებთან გამართულ თათბირზე ისაუბრა.
რუსთავის მერიის ცნობით, ბოლო სამი დღის განმავლობაში, რუსთავში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და ჭყონდიდელის დასახლების მოსახლეობას, სასმელი წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებოდა.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, 13 ივნისს დილით სასმელი წყლის მიწოდება წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეუწყდა საბავშვო ბაღებსაც, რის გამოც საბავშვო ბაღის სერვისით, 2 000-მდე რუსთაველმა ბავშვმა ვერ ისარგებლა.
„აბსოლუტურად ვიზიარებთ...
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ და „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის ინფორმაცია მოისმინეს.
მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2021 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 10.4% შეადგინა. რაც შეეხება ინფლაციას, მომხსენებლის განმარტებით, 2021...
პარლამენტში ინიციირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა კიდევ ერთხელ - ამჯერად ორი თვის ვადით გადავადდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის ბიურომ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიმართვის საფუძველზე მიიღო
კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტი 91 დეპუტატის ხელმოწერით პარლამენტს გასული წლის ივნისში წარედგინა. პროექტი პირველი მოსმენით სექტემბერში მიიღეს, რის შემდეგაც განხილვის პროცესი გაჩერდა.
პროექტის მიხედვით, პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით - 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ტარდება.
წინა სტატია
გორის მუნიციპალიტეტის კულტურის საააგენტოს პროექტების მენეჯერმა, მაია შარაშენიძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.
“რადიო მოზაიკას” ინფორმაციით, შარაშენიძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დღეს დაწერა.
შეგახსენებთ, რომ მაია შარაშენიძეს ქრთამის აღებას ედავებიან.
ფრაქცია “საქართველოსთვის” გორში მდინარე მეჯუდას სანაპიროს ნარჩენებისგან გაწმენდასა და ვიდეოკამერების დამონტაჟებას ითხოვს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცლებს.
ფრაქციის ერთ-ერთი წევრის, მაია ბოლაშვილის თქმით, აღნიშნული მოთხოვნა არაერთხელ გააჟღერეს კომისიებისა და საკრებულოს რიგით სხდომებზე, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.
“მდინარე მეჯუდა მიედინება ქალაქის მჭიდრო ურბანულ ზონაში და მის სანაპიროზე გაშენებულია დასასვენებელი სკვერი, სადაც ასევე უხვადაა საამშენებლო-სამეურნეო ნაგვის ნარჩენები და გაშენებულ ნარგავებს, ასევე მოვლა-პატრონობა ესაჭიროება. ასეთი...
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მდებარე მუზეუმის ყოფილ ამორტიზებულ შენობაში მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის მოსაწყობად, ქუთაისის მერიამ 4 999 227 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
პროექტის მიხედვით, რომელიც შპს "ნს სტუდიომ" მოამზადა, შენობას ძველი იერსახე შეუნარჩუნდება და სინთეზირდება ახალ არქიტექტურასთან. გარდა საგამოფენო სივრცისა, კიდევ რა დატვირთვა ექნება განახლებულ შენობას, ჯერჯერობით უცნობია. სატენდერო პირობების მიხედვით, შენობაში საგამოფენო სივრცის მოწყობა მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.
ადგილობრივი თვითმმართველობა შენობის...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ საიმერლოს სარიტუალო დარბაზის მშენებლობისთვის ტენდერი განმეორებით გამოაცხადა.
პირველი ტენდერი, რომელიც ადგილობრივმა თვითმმართველობამ მარტის თვეში გამოაცხადა, უარყოფითი შედეგით დარულდა. სარიტუალო დარბაზის მოწყობა საიმერლოში სამ კომპანიას, სურდა, თუმცა, მერიამ სამივე მათგანს ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიანიჭა.
ახალი ტენდერი მარნეულის მუნიციპალიტეტმა 10 ივისს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება მსურველ კომპანიებს 19-22 ივნისის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები მერიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 240...
მთავრობის გადაწყვეტილებით, 630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში საცხოვრებელი ბინები და მიწის ნაკვეთები გადაეცემა.
როგორც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განმარტა, ოჯახებს სახელმწიფო ქონებები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გადაეცათ.
„630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს და ასევე, მიწის ნაკვეთებს სხვადასხვა ქალაქში და მუნიციპალიტეტში. ესენია - რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, გორი, თბილისი, გარდაბანი, წყალტუბო, ქარელი, მცხეთა, ხონი, ბაღდათი, აბაშა, ხობი, ხაშური, ფოთი, ზესტაფონი და ჯამში ეს...
გორის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა ცნობილია.
საბჭოს წევრები იქნებიან: 1. დარეჯან მურადაშვილი – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის გორის ოფისის ხელმძღვანელი; 2. ზაურ საგანელიძე – შპს „სამეგობრო”-ს კომერციული დირექტორი; 3. ნინო გიორგაძე – დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების გორის ოფისის ხელმძღვანელი 4. იოსებ ალიმბარაშვილი; 5. მალხაზ გოჩაშვილი; 6. თინა ბრეგვაძე – ა(ა)იპ ,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის” თავმჯდომარე; 7. თამარ კაპანაძე – ა(ა)იპ „შალომ...
ქალაქ გორში სოხუმის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამისათვის მერიამ 220 000 ლარი გამოყო.
ტენდერი 22 ივნისს გაიმართება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია 2 თვის განმავლობაში, დაახლოებით, 210 მ სიგრძის გზა კაპიტალურად შეაკეთოს.
პროექტი 2022 წლის მარტში შეადგინეს. 7 ივნისს მოსულმა ნალექმა კი, ქუჩა მთლიანად წყლით დატბორა.
მოსახლეობა სანიაღვრე არხის შეცვლას ითხოვს. პროექტის მიხედვით კი, გათვალისწინებულია ტრასის აღდგენა, მიერთებების შეკეთება, პანდუსებისა და ტროტუარების...
ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო. ინვესტიციამ კი 4 000 000 ლარი შეადგინა.
ცენტრში ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია პარკის ბიომრავალფეროვნებისა და ეკოტურისტული სერვისების შესახებ; გარდა ამისა, ადმინისტრაცია მოგზაურების მოთხოვნების იდენტიფიცირებასა და ეკოტურისტული პროდუქტების სწორად დაგეგმვა/განვითარებას შეძლებს.
„გერმანიის მთავრობის,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































