გორის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა ცნობილია.
საბჭოს წევრები იქნებიან: 1. დარეჯან მურადაშვილი – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის გორის ოფისის ხელმძღვანელი; 2. ზაურ საგანელიძე – შპს „სამეგობრო”-ს კომერციული დირექტორი; 3. ნინო გიორგაძე – დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების გორის ოფისის ხელმძღვანელი 4. იოსებ ალიმბარაშვილი; 5. მალხაზ გოჩაშვილი; 6. თინა ბრეგვაძე – ა(ა)იპ ,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის” თავმჯდომარე; 7. თამარ კაპანაძე – ა(ა)იპ „შალომ კლუბი შიდა ქართლი“-ს აღმასრულებელი დირექტორი; 8. ზურაბ ზურაბაშვილი ; 9. იაკობ მაღალაშვილი; 10. მარინე მღებრიშვილი – ა(ა)იპ „საზოგადოება ბილიკის“ თავმჯდომარე; 11. ნანა ტერმაკოზაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ქალაქ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი; 12. ბექა ტატალაშვილი; 13. ვალერი სუხიშვილი;
საბჭოს დებულების მიხედვით, მისი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა და მუნიციპალიტეტის მერის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა.
ცნობისთვის, დარეჯან მურადაშვილი, ვალერი სუხიშვილი და მარიამ მღებრიშვილი კონსტანტინე თავზარაშვილის მერობის პერიოდშიც მრჩეველთა საბჭოს წევრები იყვნენ.