მარნეულის მერიამ საიმერლოში სარიტუალო დარბაზის ასაშენებლად ტენდერი განმეორებით გამოაცხადა

345

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ საიმერლოს სარიტუალო დარბაზის მშენებლობისთვის ტენდერი განმეორებით გამოაცხადა.

პირველი ტენდერი, რომელიც ადგილობრივმა თვითმმართველობამ მარტის თვეში გამოაცხადა, უარყოფითი შედეგით დარულდა. სარიტუალო დარბაზის მოწყობა საიმერლოში სამ კომპანიას, სურდა, თუმცა, მერიამ სამივე მათგანს ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიანიჭა.

ახალი ტენდერი მარნეულის მუნიციპალიტეტმა 10 ივისს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება მსურველ კომპანიებს 19-22 ივნისის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები მერიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 კალენდარულ დღეში ჩააბაროს. სარიტუალო დარბაზი საიმერლოში სოფლის ცენტრალურ პარკში საბავშვო ბაღის გვერდით აშენდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მარნეულის მერია საიმერლოში სარიტუალო შენობის სამშენებლო სამუშაოებში 995 536 ლარის გადახდას გეგმავს.