მთავრობის გადაწყვეტილებით, 630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში საცხოვრებელი ბინები და მიწის ნაკვეთები გადაეცემა

562

მთავრობის გადაწყვეტილებით, 630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში საცხოვრებელი ბინები და მიწის ნაკვეთები გადაეცემა.

როგორც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განმარტა, ოჯახებს სახელმწიფო ქონებები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გადაეცათ.

„630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს და ასევე, მიწის ნაკვეთებს სხვადასხვა ქალაქში და მუნიციპალიტეტში. ესენია – რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, გორი, თბილისი, გარდაბანი, წყალტუბო, ქარელი, მცხეთა, ხონი, ბაღდათი, აბაშა, ხობი, ხაშური, ფოთი, ზესტაფონი და ჯამში ეს არის 630 დევნილი ოჯახი, რომელსაც გადაეცემა და დაუკანონდება სახელმწიფო ქონებები. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ზურაბ აზარაშვილმა ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მოამზადა და მთავრობამ გადაწყვიტა“, – განაცხადა პრემიერმა.