გორში საზაფხულო სკოლა გაიხსნება

365

გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში “საზაფხულო სკოლა“ იხსნება. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სკოლაში სწავლა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 8-დან 11 წლამდე ასაკის მოზარდებს შეეძლებათ.

“საზაფხულო სკოლაში გასართობ-შემეცნებითი პროცესი 20 ივნისიდან 30 ივნისამდე გაგრძელდება.

პროექტის მიზანია მოზარდებისათვის ძირითადი უნარ-ჩვევების გამომუშავება, ლოგიკური აზროვნების, საკომუნიკაციო ჩვევების ჩამოყალიბება და ინტელექტუალური უნარების განვითარების ხელშეწყობა.

პროცესი მოიცავს შემეცნებით და გასართობ აქტივობებს, წიგნებთან და კომპიუტერთან საპრეზენტაციო უნარების გამომუშავებას. სკოლის ჯგუფი დაკომპლექტდება 25 ბავშვით. სასწავლო პროცესი მოიცავს 2 საათს (10:00 საათიდან 12:00საათამდე), კვირაში 4 დღე – ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით.

რეგისტრაცია შესძლებეი იქნება ბავშთა და ახალგაზრდობის ცენტრში, 16 ივნისის ჩათვლით.

პროექტს „საზაფხულო სკოლა“ გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ახორციელებს”, – განმარტავენ მერიაში.