რუთავის შემოსასვლელში არსებულ შენობას დემონტაჟი ჩაუტარდება, - ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს. ლაცაბიძის თქმით, შენობის დაშლა ქალაქის შესასვლელის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში მოხდება. მისივე განცხადებით, ქალაქში უსახური შენობების გაჩენას აღარ დაუშვებს. "აქ ხედავთ შენობას, რომელიც რუსთავის შემოსასვლელში არის უკვე წლებია. უსახური შენობაა და მინდა რუსთაველებს ვუთხრა, რომ ძალიან მალე უნდა დაიშალოს, რაც სწორედ ამ რეაბილიტაციის ფარგლებში...
წინა სტატია ქუთაისის მერიის შენობა 16 039 000 ლარად იყიდება. ქალაქის თვითმმართველობის შენობაში, რომელიც 3 667 კვ.მ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული და რომლის საერთო ფართიც 6 857 კვ.მ-ს შეადგენს, სასტუმროს მოწყობა იგეგმება. რუსთაველის N3-ში მდებარე შენობა ძირითადი და დამატებითი კორპუსებისგან შედგება და მასში მერია, საკრებულო და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაა განთავსებული.  რა იქნება მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის ახალი მისამართი, ამ...
შემდეგი სტატია ქონების ეროვნული სააგენტო ქუთაისში ე.წ. პრესის სახლის შენობას 3 200 000 ლარად ყიდის. ინვესტორმა შენობაში სასტუმრო უნდა მოაწყოს. "პრესის სახლი" ერთ-ერთია იმ ობიექტებს შორის, რომლებიც ქონების ეროვნულმა სააგენტომ საინვესტიციოდ გაამზადა. ჯამში, ქუთაისსა და მის შემოგარენში 25 მსხვილი ობიექტი სხვისდება. შენობების ნაწილი ამორტიზებულია, ნაწილი კი ფუნქციური. "პრესის სახლში" სხვადასხვა წელს რამდენიმე მედია ორგანიზაცია ფუნქციონირებდა. შენობაში ახლა ადგილობრივი ტელევიზია და რამდენიმე მცირე...
კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე საფარი მოწესრიგდა და დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩატარდა. კუს ტბის მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ ფართობებზე მწვანე ნარგავების სხვლა-ფორმირებისა და ბალახის გათიბვის სამუშაოები შპს „ეკოსერვის ჯგუფმა“ ჩაატარა. აღნიშნული ტერიტორია კი „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს. „დასუფთავების სამუშაოების შემდგომ „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის სამსახურის თანამშრომლებმა კუს ტბის მიმდებარედ არსებული კიუვეტები გაწმინდეს. დასუფთავების აქციაში „თბილსერვის ჯგუფისა“ და „ეკოსერვის ჯგუფის“ 150-მდე...
ბათუმის საკრებულოში ხმაური იყო. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძეს გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძის საქმე შეახსენეს, რასაც მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ~როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, ნუგზარ ფუტკარაძე ზეწოლასა და შანტაჟს ემსხვერპლა. ოპოზიციის წევრები ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებაში მმართველ გუნდს ადანაშაულებენ. “ღირსეულად მოიქეცი, შენთან შედარებით ღირსეულად ვიქცევი, ვერავინ ვერ გამაჩერებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩუმად ვიყავი, თქვენმა...
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში მთაწმინდის რაიონში, კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვის სახელობის ქუჩა გაიხსნა. "სერგო ფარაჯანოვის სახელი კოტე მესხის შესახვევს ეწოდა. ეს ის ადგილია, სადაც ცნობილი კინორეჟისორი ცხოვრობდა", - განმარტავენ საკრებულოში. სერგო ფარაჯანოვი XX საუკუნის სომხური წარმოშობის ქართველი კინორეჟისორი იყო. ის დაიბადა და გაიზარდა თბილისში. სერგო ფარაჯანოვის ნამუშევრები ძირითადად კავკასიის ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავს. "გავხსენით ცნობილი კინორეჟისორის სერგო...
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2022 წლიდან ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმას იწყებს, რომელიც აღნიშნულ სფეროში მოქმედი დაწესებულებების ავტორიზაციას და ამ მიმართულებით ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დანერგვას ითვალისწინებს. განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რეფორმის შედეგად, 2029 წლის ბოლომდე სისტემაში არსებული ყველა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება გაივლის ავტორიზაციის პროცესს. „2022 წლის 1 ივლისიდან იწყება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაში ადრეული...
რუსთავში ქალაქის შესასვლელისა და სამი მოედნის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ქალაქის შესასვლელში, 70 000 მ2-მდე ფართობზე მწვანე სივრცე, გარეგანათების ქსელი და ტექნიკური წყლის სარწყავი სისტემა მოეწყობა. ასევე, დაირგვება 1 680-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. ამასთან, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება ქალაქის სახელწოდების აღმნიშვნელი წარწერა - "რუსთავი’’. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება თამარ მეფის, ჟიული შარტავასა და შოთა რუსთაველის სახელობის...
სამწუხაროა, რომ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აგრძელებენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობებს ცრუ ინფორმაციის მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელების გზით და მათ ერთადერთ მიზანს წარმოადგენს სამინისტროს საქმიანობის დისკრედიტაცია და არა ობიექტური ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბათუმში სანაპირო ზოლის დაცვისა და აღდგენის სამუშაოები 2021 წელს დაასრულა. სამუშაოები აზიის...
მეტეხის ხიდის რეაბილიტაციის გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება "პროექტის ფარგლებში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მეტეხის ხიდის თაღის რეაბილიტაცია განხორციელდება. მათივე ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, 18 ივნისს 00:00-დან 06:00 საათამდე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მეტეხის ხიდის ქვედა მხარეს, გზის სავალი ნაწილის ერთ ზოლზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება. სამუშაოებიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის შეზღუდვები პერიოდულად იმოქმედებს", - განმარტავენ თბილისის მერიაში.
აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ულამაზესი „ზაფხულის ფესტივალით“ გაიხსნა, რომელსაც უამრავი ბათუმელი და ქალაქის სტუმარი დაესწრო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისინფორმაციით, ანბანის კოშკთან საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ საფესტივალე ტერიტორიაზე სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ბენდები ზრუნავდნენ. გალაკონცერტში მონაწილეობას ისეთი პოპულარული ბენდები იღებდნენ, როგორებიცაა - „მგზავრები“, „თამადა“, KILLAGES, „ასეა სულ“, See Side და BSU Techno Band Offside. ფესტივალის მუსიკალური პროგრამა 20:00 საათზე დაიწყო და ღამის 3...
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლებში ბეტონის გზების საფარის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 295 638 ლარს შეადგენს. “ბეტონის დაგების სამუშაოები განხორციელდება ხაშურის მუნიციპალიტეტის 14 სოფელში რომლის საერთო ღირებულება შეადგენს ჯამში 295 638 ლარს”,- ნათქვამია სატენდერო ხელშეკრულებში. ხელშეკრულების დადებიდან სამუშაოს შესრულების ვადა განსაზღვრულია 91 კალენდარული დღით.
ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფელ ვაყედან სოფელ ტკოცამდე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 469 997 ლარი დაიხარჯება. “პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს,სანიაღვრე არხების მოწყობა ასევე კეთდება საგზაო ნიშნები. სოფელ ფლევში და ტკოცაში გზის საფარი არასოდეს ყოფილა რაც დისკომფორტს უქმნიდა მოსახლეობას გადაადგილების დროს, განსაკუთრებით კი, უამინდობის დროს. დასრულებული საგზაო ინფრასტრუქტურით 2000 მოსახლე ისარგებლებს,რაც მათ საყოფაცხოვრებო პირობებს მნიშვნელოვნად...
ვაქცინაციის წახალისების პროგრამები და თავად ვაქცინაცია არ შეწყდება. პირიქით, უნდა გაძლიერდეს, რამეთუ კორონავირუსის პანდემია არ დამთავრებულა, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 44%-ია სრულად აცრილი, ქვეყანას კი მინიმუმ 70%-იანი აცრის მაჩვენებელი უნდა ჰქონდეს. „პროგნოზით, შემოდგომაზე შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, ამიტომ იმუნური ფენა ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს. ჩვენ სულ ამაზე ვსაუბრობთ. სამწუხაროდ,...
გლდანის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, კალათბურთის ახალი მოედანი ამჯერად, მუხიანის მე-4 ა მიკრორაიონს შეემატება. „N11-13-14 კორპუსებთან სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 264 კვ. მეტრ ფართობზე სპეციალურ საფარიანი კალათბურთის მოედანი მოეწყობა. სამუშაოებისთვის დაახლოებით, 100 000 ლარამდე დაიხარჯება. სპორტული მოედნის მოწყობის პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო“, -...
წინა სტატია მელიქიშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვარაზისხევისა და მელიქიშვილის ქუჩის კვეთიდან კოსტავას ქუჩისა და მელიქიშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. მოძრაობის ახალი სქემა 18 ივნისის 00:00 საათიდან ამოქმედდება. ვაკიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი ვარაზისხევის ქუჩიდან მარჯვნივ მოხვევით, მოძრაობას გააგრძელებენ კოსტავას ქუჩაზე, თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმართულებით და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ. კერძოდ: მიკროავტობუსი #540 და ავტობუსები #301,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ